ევროპა პანდემიის შტორმის წინაშეა, ჩვეულ ცხოვრებას სწრაფად ვერ დავუბრუნდებით-ჯანმო-ს ევროპის ოფისი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141662
ევროპა პანდემიის შტორმის წინაშეა, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა განაცხადა. ჰანს კლუგეს თქმით, კონტინენტზე ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა ერთ მილიონს უახლოვდება.
„შემთხვევათა რაოდენობა რეგიონში იმატებს. ბოლო 10 დღის მანძილზე მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 1 მილიონს მიაღწია. კონტიტენტის მასშტაბით 84 000 ადამიანი გარდაიცვალა“,- აღნიშნა კლუგემ. შტორმის ღრუბლები კვლავ მძიმედ აწევს ევროპის რეგიონს, მაშინ როცა ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს შეზღუდვების გამარტივებას. ჩვეულ ცხოვრებას სწრაფად ვერ დავუბრუნდებით“,-დასძინა კლუგემ.