რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე

Tbilisi Daily

ორი დღის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით კა­ჭა­რა­ვამ სა­ნაკ­რე­ბო და საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. ამის შე­სა­ხებ პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კა­ჭა­რა­ვამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გულ­შე­მატ­კივ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მე­გობ­რებს. ასე­ვე რაგ­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, კლუბ "ყო­ჩებს", მის პრე­ზი­დენტს გუგა გე­გე­ნა­ვას და მწვრთნე­ლებს. კა­ჭა­რა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გულ­და­სა­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მა­შინ ჯერ კი­დევ არ იყო ცნო­ბი­ლი, რომ სპორსტმენ­მა კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­წყვი­ტა. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ" 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო სიის ოცე­უ­ლი წა­რად­გი­ნა. პარ­ტი­ის რჩე­ულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი წევ­რი და­ვით კა­ჭა­რა­ვა აღ­მოჩ­ნდნენ. მარ­თა­ლია, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სპორ­ტსმე­ნე­ბის წას­ვლა პო­ლი­ტი­კა­ში, უცხო არ არის, მაგ­რამ კა­ჭა­რა­ვას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ კი­დევ ერთხელ და­წყვი­ტა გული გულ­შე­მატ­კი­ვარს.გარ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რი­სა, მო­რაგ­ბეს სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს. 2007 წელს ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა.კა­ჭა­რა­ვას უცხო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას მე­უღ­ლე და ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი თან ჰყავ­და, მო­რაგ­ბე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებ­და საფ­რან­გეთ­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს. 2018 წელს კი მო­რაგ­ბე უკვე ახალ სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ, მისი რჩე­უ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე და პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი გახ­და. თა­ვი­დან წყვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის­გან თავს იკავ­დნენ, თუმ­ცა ერთი წლის წინ, ქე­თიმ ambebi.ge-სთან სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა."მე და და­თომ ერ­თმა­ნე­თი გა­და­ღე­ბებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. თა­ვი­დან­ვე არ და­წყე­ბუ­ლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი, მხო­ლოდ გა­მარ­ჯო­ბის დო­ნე­ზე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. ნელ-ნელა გაჩ­ნდა სიმ­პა­თია და მას შემ­დეგ ერ­თად ვართ. კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან ჩვენს შვი­ლებ­საც და ეს მი­ხა­რია. დათო ყვე­ლა­ფერ­ში გვერ­დით მიდ­გას, მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად არ არის, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ თა­მა­შობს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ვგრძნობ მის გვერ­დით დგო­მას და ეს მსი­ა­მოვ­ნებს. რთუ­ლია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს პრობ­ლე­მა არაა. როცა ურ­თი­ერ­თგა­გე­ბაა ორ ადა­მი­ანს შო­რის, სი­შო­რე პრობ­ლე­მა არაა...“ - ამ­ბობ­და მა­შინ ქეთი. უკვე ერთ თვე­ზე მე­ტია, რაც ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დი­დან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო გაქ­რა, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა ეჭვი, რომ მო­რაგ­ბე ცნო­ბილ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს და­შორ­და. თუმ­ცა და­ვით კა­ჭა­რა­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­კუ­თა­რი გვერ­დი­დან ქე­თის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ფო­ტო­ე­ბის წაშ­ლას არ ჩქა­რობს.მო­რაგ­ბის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვია, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ ახლა კა­ჭა­რა­ვა-ხა­ტი­აშ­ვი­ლის წყვილს და ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად ტან­მო­ვარ­ჯი­შეს და­ვუ­რე­კეთ. - ქეთი, ambebi.ge-დან გი­რე­კავთ, ნა­ხეთ, ხომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პირ­ვე­ლი ოცე­უ­ლის წარ­დგე­ნა? - დიახ და ამ თე­მა­ზე არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ. - ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შორ­დით და­ვით კა­ჭა­რა­ვას... - ჩვენ ხომ არ გვაქვს ინ­ტერ­ვიუ და ნუ მე­კი­თხე­ბით... - სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი წაშ­ლი­ლი გაქვთ "ინ­სტაგ­რამ­ზე", აღარ ხართ ერ­თად? - არ მინ­და მაგ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, ორი დღის წი­ნაც და­მი­რე­კა ჟურ­ნა­ლის­ტმა და თავს ვი­კა­ვებ ამა­ზე სა­უბ­რის­გან. თქვენ რო­გორც გინ­დათ, ისე და­წე­რეთ. თუ პი­რად­ზე გინ­დათ ლა­პა­რა­კი, გე­ტყვით, რომ ამა­ზე მე და დათო არ ვსა­უბ­რობთ.