თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა

Tbilisi Daily

თურქეთმა შავ ზღვაში ნახშირწყალბადის ახალი მარაგი აღმოაჩინა, რომელიც ბუნებრივი აირის 85 მილიარდი კუბომეტრით არის შეფასებული. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვლევითი ბურღვის ხომალდ „ფატიჰში“ ვიზიტის დროს განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა აგვისტოს თვეში, შავ ზღვაში 320 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. ბურღვითი სამუშაოების დროს, გემის ეკიპაჟმა, ზღვაში დამატებით 85 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მიაკვლია. ამრიგად, ახალი რეზერვების საერთო მოცულობამ 405 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგორესურსების წარმოება არაუგვიანეს 2023 წელს დაიწყება.