ბუკნარში, გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბუკნარში გუბერნატორსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა, რომელიც დაახლოებით1 საათი გრძელდებოდა დასრულდა.
შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შედგა. ჩოხატაურის მერის, ირაკლის კუჭავას განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია, ორივე თემი ჩვეულებრივად გააგრძელებენ ლოცვას.
'შედგა საკმაოდხანგრძლივი, მაგრამ ურთიერთგაგების ფონზე შეხვედრა, ორივე მხარე, თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას და ლოცვას. არც არავის ხელი არ შეეშლება, რადგან ეს არის სეკულარული სახელმწიფო. ეს არის ადამიანების უფლებების დაცვის მქონე სახელმწიფო. აქედან გამომდინარე თანასოფლელები, ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე გააგრძელებენ თანაცხოვრებას'- აცხადებს ჩოხატაურის მერი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის გუშინ დაიწყო.