გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიამ საქართველოს გადმოსცა. მისი ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს განხორციელდება. საქართველოს პროკურატურაში კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია.ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.
დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზჭარბაძესთანდა და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამიწლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.