Fox News: დონალდ ტრამპმა ოჰაიოს, ტეხასისა და ფლორიდის შტატებში გაიმარჯვა

Tbilisi Daily

ტელეკომპანია Fox News-ის პროგნოზით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოჰაიოს, ტეხასისა და ფლორიდის შტატებში გაიმარჯვა. აღნიშნული შტატები აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში საერთო ჯამში 85 ხმას უზრუნველყოფენ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს. აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.