ადამიანი გარდაცვლილია და შესაბამისად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც უნდა იყოს - რამიშვილი

Pirveliradio Ge

ადამიანი გარდაცვლილია და შესაბამისად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც უნდა იყოს - ამის შესახებ განცხადება, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, განცხადა. მისი თქმით, მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი. რამიშვილი ამ სტატუსით ცნობად ბაჩალიაშვილის მამისადმი ითხოვს. ადვოკატს მიაჩნია, რომ საქმის კვალიფიკაციის შეცვლაც უნდა მოხდეს. რამიშვილისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, როდესაც 23 წლის გოგონა გარდაცვლილია. „ძალიან ინტენსიურად მიდის გამოძიება და უნდა შეიკრიბოს ეს მასალა. მამამისი უნდა იყოს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი. თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი გარდაცვლილია და შესაბამისად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი მაინც უნდა იყოს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.