6 წლის ბიჭმა უმცროსი და იხსნა
Tbilisi Daily
სოციალურ ქსელებში ექვსი წლის გმირი ბიჭის ფოტო გავრცელდა, რომელმაც პატარა და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა.
ფოტოზე, ბიჭს სახელად ბრიჯერს, სახეზე დაზიანებები აღენიშნება. როგორც ფოტოს სათაურიდან ირკვევა, ბრიჯერი ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა.
სანამ ბრიჯერი, დასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გაქცევას მოახერხებდა, ძაღლმა მას რამდენჯერმე უკბინა.
„თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი“, ამბობს ბრიჯერი.
მას სახეზე დაახლოებით 90 ნაკერი დაადეს.