მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა ბათუმში

Batumi Daily

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ეზოების კეთილმოწყობა უკვე დასრულდა 20-მდე მისამართზე. დამატებით დაგეგმილია 40 ეზოს რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებს დაზიანებული ასფალტის საფარის, ბორდიურებისა და ტროტუარების აღდგენას. სამუშაოებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ბათუმის მერის ვალდებულების შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანიც ესწრებოდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: ბათუმის მერია #batumidaily #ბათუმისმერია #ახალიამბებიაჭარაში