ევროკავშირი საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს - ზალკალიანი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირიგადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს.დავით ზალკალიანის თქმით, დიდი ალბათობით საქართველო იქნება იმ უსაფრთხო 15 ქვეყანას შორის, რომლებსაც საზღვარს გაუხსნიან. '' მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება უბრალოდ საზღვრების გახსნა, ამასმოყვებაშესაბამისი რეგულაციები, რა რეგულაციებს უწესებს ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაკვეთენ ევროკავშირის საზღვარს. ჩვენ ველოდებით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც იქნება დეტალურად გაწერილი ეს რეგულაციები და ის იქნება ნაცვალგების პრინციპზე დაფუძნებული. ჩვენი რეგულაციებიც სრულ თავსებადობაში იქნება ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება მიღებულიბრიუსელში. ეს დისკუსია მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არის დამოკიდებული ევროკავშირზე, დღეს ან მაქსიმუმ ხვალ უნდა იყოს მიღებული ოფიციალური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.