ბელარუსში, სამართალდამცავების მიერ ნაცემი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდ „კრუმკაჩის“ ფეხბურთელი სერგეი კოზეკა მინსკში, საპროტესტო მარშის დროს სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. კოზეკა 30 აგვისტოს დააკავეს, თანაგუნდელ პაველ როსოლკოსთან ერთად, მილიციის თანამშრომლებზე თავდასხმისა და მათი მიკროავტობუსის დაზიანების ბრალდებით. რამდენიმე საათში სერგეი კოზეკა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხერხემლის მალის მოტეხილობით და ფილტვების დაზიანებით. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ფეხბურთელების მიმართ სამართალწარმოება შეწყდა. სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო მარშში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ და არ გაუმართლათ, რადგან ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდნენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30815095.html #სპორტის_ახალი_ამბები #ახალი_ამბები #twitter