სოფელ პატარა ფოთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Tbilisi Daily

ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე , სოფელ პატარა ფოთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძროლმა საჭე ვერ დაიმორჩილა , სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი სასრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ვაიმე