კორეული წარმოშობის ტესტი - კონტრაქტის გასაიდუმლოებული დეტალები

Tbilisi Daily

მოგეხსენებათ, გუშინ, 1-ელ თებერვალს მკაცრი შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, შესაბამისად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი რამდენად გონივრულად გამოიყენა ხელისუფლებამ ლოქდაუნის პერიოდი. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტების თანამშრომელთა ნაწილი უკვე გატესტილია, თუმცა სწორედ ტესტების სანდოობაა ახლა მთავარი პრობლემა რაზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღებას. როგორც ცნობილია, მთავრობამ კორეული წარმოების ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები შეისყიდა, თუმცა კონტრაქტის სხვა დეტალები გასაიდუმლოებულია. სწრაფი თუ პსრ ტესტები არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც პრობლემებს ხედავენ სპეციალისტები. "ევროპული საქართველოს" წევრი, სამედიცინო ხელთათმანების ტენდერის ხარვეზებსა და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მისი აზრით, ტენდერი სპეციალურად მოარგეს კომპანია "გეფას", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილია. ბესიკ დონაძის თქმით, ამ ტენდერის პირობებით, სხვა კომპანიებს მასში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები