სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2 383 ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2 383 პაციენტს დაუდასტურდა, 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 85 034 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 272 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 53 257.