ბელარუსის ცსკ: ლუკაშენკა 80.23%, ციხანოუსკაია 9.9%
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმად, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მიიღო ხმების 80.23%, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ სვიატლანა ციხანოუსკაიამ - 9.9%. ბელარუსის საარჩევნო ადმინსიტრაციის ცნობითვე 9 აგვისტოს არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84.23%.
ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
ლუკაშენკას ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალა, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმებელს შორის შეტაკებები დაახლოებით ღამის 3 საათამდე გრძელდებოდა. დაშავებულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ იუწყება, რომ დაკავებულია სულ მცირე 140 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30775386.html
#ახალი_ამბები
#twitter