თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ქონდა. კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო. ცნობისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა.