ბელარუსში 16 აგვისტოს თავისუფლების ეროვნული მსვლელობას მართავენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მინსკისა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში 16 აგვისტოს მოელიან, რომ გაიმართება მასობრივი მსვლელობები, რომელთა ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლა იქნება ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაკსანდრ ლუკაშენკას კვლავ არჩევის წინააღმდეგ, ავტორიტარულ მმართველზე ზეწოლის ზრდის ფონზე.
თავისუფლების ეროვნული მსვლელობა იმართება რამდენიმე საათში მას მერე, რაც ლუკაშენკოს მომხრეებმა გამართეს მსვლელობა მინსკში, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ სახელმწიფო ფირმების თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვენ, თუ ისინი სამუშაოზე არ გამოცხადდებიან.
ლუკაშენკა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოაცხადეს, როცა მისმა მეტოქეი, ოპოზიციის კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთელ ბელორუსიაში დიდი რაოდენობის მომხრეების შეკრებას მიაღწია.
დასავლეთის მიერ ლუკაშენკას 26 წლიანი მმართველობის მანძილზე ჩატარებულ არც ერთი კენჭისყრა არ შეფასებულა როგორც სამართლიანი და თავისუფალი.
ციხანოუსკაია, რომელმაც ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება, მოუწოდა მომხრეებს მშვიდობიანი გამოსვლებისკენ 15 და 16 აგვისტოს.
ლუკაშენკა ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 15 აგვიტოს და განაცხადა მოგვიანებით, რომ რუსეთის მმართველმა მას ყოველმხრივ დახმარება აღუთქვა, რათა ბელარუსის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30786431.html
#ახალი_ამბები
#twitter