3 აქტივობა შაბათ-კვირის განწყობის ასამაღლებლად

ByMonicaGeorgia
9
თუ მთელი კვირის განმავლობაში სანატრელ დასვენებაზე ოცნებობთ, მაგრამ არასდროს იცით, რა აკეთოთ, მოხარული ვარ თქვენი აქ ყოფნით. ხშირად გამხარჯვია ძვირფასი დრო უბრალოდ ფიქრში და ორშაბათი დღეც კარს მომდგომია. მართალია, ამ ბლოგს კვირა დღეს გიზიარებთ, მაგრამ, ნამდვილად - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“. გზად კი, სამ სახალისო და მარტივ გზას აღმოაჩენთ განწყობის ასამაღლებლად, შაბათ-კვირის მაქსიმალური გამოყენებით.

გაისეირნეთ ბუნებაში

გარეთ გასვლა და სუფთა ჰაერზე ტკბობა შესანიშნავი საშუალებაა თქვენი განწყობის ასამაღლებლად. გაისეირნეთ ადგილობრივ პარკში ან უბრალოდ იხეტიალეთ წყნარ უბანში. ისუნთქეთ მეტი სუფთა ჰაერი, ინარნარეთ მზეზე და დატკბით თქვენს გარშემო არსებული ხედებით. ეს აქტივობა დაგეხმარებათ არა მხოლოდ რელაქსაციასა და ენერგიის აღდგენაში, არამედ სასარგებლო იქნება თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც.

სცადეთ ახალი ჰობი

რაიმე ახლის მცდელობა, შესაძლოა, შესანიშნავი გზა აღმოჩნდეს თქვენი თავდაჯერებულობის ასამაღლებლად. ცადეთ, აუცილებლად გამოგივათ! იქნება ეს ფერწერა, ფოტოგრაფია, კულინარია თუ რაიმე სხვა - ინტერნეტში უამრავ რესურსს აღმოაჩენთ, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.

იზრუნეთ საკუთარ თავზე

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, თქვენც ისევე მნიშვნელოვანი ხართ, როგორც ყველა თქვენს გარშემო. დაფიქრდით, რა გაბედნიერებთ - იქნება ეს სპა დღე, იოგა, საყიდლებზე გასვლა თუ გემრიელი ვახშამი მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად.
ასე რომ, მრავალ ბედნიერ შაბათ-კვირას!
ByMonicaGeorgia
9