🌙ახალმთვარეობა 🌙მთვარის მეორე დღე🌙🌙 პირველი ფაზა🌙
3 იანვარს დაბადებულები
3 იანვარს დაბადებულები დაბადებით აგრესიული, თავმოყვარე და ამბიციებით აღსავსე ადამიანები არიან, თან არცთუ კარგი ხასიათი, რთული ზნე აქვთ. მათთან თანაცხოვრება ძნელია. ისინი აფასებენ დამოუკიდებლობას, ყველაფერზე საკუთარი თვალსაზრისი გააჩნიათ. უყვართ კამათი და თავისი მოსაზრების დამტკიცება, თუნდაც საკუთარ თავს გამოუტყდნენ, რომ მართალი არ არიან, არ შეუძლიათ შეცდომის აღიარება. რადგან არ აქვთ სურვილი, დაამყარონ კონტაქტები და ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობები ჰქონდეთ, ეს მათ ხელს უშლის საკუთარი ნიჭის სრულად რეალიზებაში, ეს ნიჭი კი ნამდვილად მრავალმხრივია. ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფში სწრაფად იძენენ მოშურნეებსა და მტრებს, ამიტომ მათთვის ჩვეულია ინტრიგები, კონფლიქტები, ჭორები. ადამიანები ცდილობენ, მათგან თავი შორს დაიჭირონ, ეს კი ამ დღეს დაბადებულთა ჩანაფიქრის განხორციელებას უშლის ხელს.
3 იანვარს დაბადებულთა მკაფიო მახასიათებელი ნიშანია საფუძვლიანი საქმიანობა: თუ საქმეს მოჰკიდებენ ხელს, მთლიანად ეფლობიან ამ პროცესში, საქმეს ფანატიზმით, გატაცებით ეკიდებიან და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის შუა გზაზე მიატოვონ.
3 იანვარს დაბადებულები შესაშური სიჯიუტით გამოირჩევიან. წარმოუდგენელია მათთან ერთხელ დადებული შეთანხმების გაუქმება - მის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ თვითონაც და მეორე მხარესაც ამას აიძულებენ. თუ რაიმე ორგანიზაციაში მუშაობენ, ამ ორგანიზაციის ერთგული არიან, ამიტომ მათ ვერასდროს ამხელენ საკუთარი კოლეგების ანგარების მიზნით გამოყენებაში ან პირადი მიზნებისთვის მოქმედებებში. ამ დღეს დაბადებულები თავს მოხერხებულად გრძნობენ ნებისმიერი თავდასხმის დროს და პროვოკაციებზე აგრესიული პასუხის გაცემაც შეუძლიათ, თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში ცდილობენ, თავი აარიდონ კონფრონტაციას, ამჟღავნებენ თავაზიანობას. 3 იანვარს დაბადებულებს აღიქვამენ, როგორც გამოცდილებით დაბრძენებულ ადამიანებს - ეს ეფუძნება ცოდნასაც, ამ ცოდნის გამოყენების უნარსაცა და ცხოვრებისეულ პრაქტიკასაც.
3 იანვარს დაბადებულები:
ციცერონი რომაელი პოლიტიკური მოღვაწე
ორატორი, კონსული, მისი ცნობილი ციტირებაა: “თავდაცვის ნებისმიერი ფორმა გამართლებულია, რადგან კანონი დუმს, როცა იარაღი ჟღარუნობს.”
ექვთიმე თაყაიშვილი ღვთისკაცი, ისტორიკოსი, არქეოლოგი.
“ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, ის ჩვენი ყველას მტერია და ამათ უფლებას ვერ მივსცემთ ილაშქრონ ჩვენს წინააღმდეგ... ვინც ჩვენ დამოუკიდებლობას ძირს უთხრის, უსათუოდ მის წინააღმდეგ უნდა იქნეს ზომები მიღებული.”
მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:
წმინდა იულიანას
პეტრე საკვირველმოქმედის
მაკარი მარხველის ხსენების დღეს.
დღის საკითხავი:
"მიეცით ადამიანს აუცილებელი და ის მყუდროებას მოგთხოვთ. უზრუნველყავით მისი მყუდროება და ის ფუფუნებისკენ დაიწყებს სწრაფვას. ამყოფეთ ფუფუნებაში და ის განსხვავებულზე დაიწყებს ოხვრას. მიეცით ნება მიიღოს განსხვავებული და მოუნდება სიგიჟე. მიეცით ყველაფერი რაც სურს და დაიწყებს წუწუნს, რომ ის მოატყუეს და რომ მიიღო ის რაც არ უნდოდა".
ერნესტ ჰემინგუეი, მილანი, 1918 წელი.
იანვრის თვეში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ნაღველა
ნაღველას ფესვები არის მადის მომყვანი, ანტისეპტიკი და მასტიმულირებელი. ეს მცენარე ბიძგია, როგორც ფიზიკური ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.
ნაღველას კოქტეილი სასიამოვნო და სასარგებლოა.
ბედნიერ დღეს გისურვებთ.