მართალია, თბილისი უამრავ ისეთ ღირშესანიშნაობას მოიცავს, რომ რთულია კონკრეტულად რომელიმე 3 გამოჰყო, თუმცა ვთვლი, რომ ახლა ისეთ ადგილებზე უნდა გესაუბროთ, რომლებმაც აუცილებლად უნდა დაიკავოს სანახავი სიის პირველი ადგილი თბილისში სტუმრობისას.
ყოფილი საბჭოთა სამკერვალო ქარხანა
თბილისში ხშრად შეხვდებით ისეთ ადგილებს, რომლებიც ძველად მიუტოვებიათ, თუმცა დღეს თანამედროვეებმა ის შენობები სხვაგვარად დაინახეს და მათ სახე შეუცვალეს. ერთ-ერთი ასეთი არის სტამბა, რომელიც რეინკარნირებულია სასტუმროდ.
ყველაზე ცნობილი კი საბჭოთა პერიოდის სამკერვალო ქარხანაა, რომელიც ხელახლა "დაიბადა", როგორც ჰოსტელი და მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცე.
Fabrika არის სუბკულტურის კომერციალიზაცია. ეს უბრალოდ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თბილისში დასალევად, საჭმელად, სამუშაოდ და საერთოდ, სოციალიზაციისთვის.
Fabrika-ს გარედან ქუჩის ხელოვნება ამშვენებს. შიგნით კი, პირველი სართული წააგავს დიდი ზომის, შუქით სავსე ლაუნჯ ოთახს, რომელსაც აქვს კაფე/რესტორანი, შეუსაბამო უჩვეულო დივნები და ათობით ნათელი ფერის კავკასიური ხალიჩა.
Fabrika Courtyard-ში კი რამდენიმე ათეული კაფე-ბარია განთავსებული.
აბანოთუბნის გოგირდის აბანოები
როდესაც მე-5 საუკუნეში თბილისმა ჩაანაცვლა მცხეთა და გახდა საქართველოს დედაქალაქი, ქალაქის ადგილმდებარეობა შეირჩა ბუნებრივი ცხელი წყაროების გამო, რომლებიც მიედინება მიწისქვეშეთში. სპარსულ-ოსმალეთის სტილის აბანოები აშენდა ამ გეოთერმული სათამაშო მოედნის თავზე, მათი უმეტესობა აბანოთუბანში, ძველი ქალაქის საკულტო გოგირდის აბანოების რაიონში.
თბილისის ყოველი ცნობილი გუმბათოვანი აბანოს ონკანები ძვირფას თბილ წყლებში გვთავაზობენ ჯანმრთელობისა და სილამაზის პროცედურებს. 1990-იან წლებში, როცა წყალი მწირი იყო, ბევრი ოჯახი აბანოებს ეყრდნობოდა ყოველდღიური გამოყენებისთვის. დღევანდელი გამოცდილება ბევრად უფრო ტურისტულია, მაგრამ არის აბანოები, რომლებიც სხვებთან შედარებით უფრო ავთენტურია.
„იტალიური ეზოს“ კულტურა
თბილისის კულტურის აღსანიშნავი ნაწილი არის ე.წ "იტალიური ეზოები". ფეხით სეირნობისას, გაოცდებით რამდენ მსგავს ეზოს ნახავთ. მათ განსაკუთრებით შეხვდებით სოლოლაკის, მთაწმინდისა და ვერის ქუჩებში.
კომუნალური ცხოვრების ამ სტილის განვითარებაზე, თავის დროზე აბრეშუმის გზის ქარვასლები ახდენდა გავლენას. მოგვიანებით, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დროს, ბევრი კერძო სახლი გაიყო და დაინგრა, რათა ქალაქში მეტი ადგილი ყოფილიყო სხვა ოჯახებისთვისაც. სწორედ ამ დროს დაიწყეს თბილისელებმა თავიანთი გარე სივრცის "იტალიურ ეზოდ" მოხსენიება. თითოეული ეზო სავსეა სიცოცხლით და თითქმის მინი ეკოსისტემას ჰგავს თავისი წესებითა და ყოველდღიური რიტმებით.
საინტერესოა, თქვენ რა ადგილს დაამატებდით აუცილებლად საანახავ სიაში? გამიზიარეთ კომენტარებში