3 საინტერესო ფაქტი ანტარქტიკაზე

4
ფაქტები ანტარქტიკაზე | ნაწილი მეორე 🧊

✦ ანტარქტიკა ძალიან ჰგავს მარსს.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კონტინენტზე იმყოფებიან, შესაძლოა ანტარქტიკა მართლაც აღიქმებოდეს სხვა პლანეტად.
» ,,მე მოვედი, რათა ანტარქტიკას თეთრი მარსი ვუწოდო," თქვა "ბი-ბი-სისთან" მკვლევარმა ალექსანდრ კუმარმა, 2012 წელს.
,,აქ ცხოვრება ყველაზე ახლოს არის სხვა პლანეტაზე ცხოვრებასთან,” - თქვა მან.
სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ასპექტით, დედამიწაზე, ანტარქტიკა ყველაზე ახლოს არის მარსის გარემოსთან.
» „ჩვენი ეკიპაჟი თებერვლიდანაა იზოლირებული.
ჩვენ უფრო იზოლირებულები ვართ ცივილიზაციისგან, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მცხოვრები ასტრონავტები. ვერ დავტოვებთ ბაზას ნოემბრის შუა რიცხვებამდე“,
- თქვა კუმარმა.
მან ასევე განმარტა, რომ კვლევით სადგურზე ეკიპაჟებმა შეიძლება განიცადონ ექსტრემალური ფსიქოლოგიური სტრესი.
მისი კოლეგები აცხადებენ, რომ თავს "მკვდრად" და "არარეალურებად" თვლიდნენ.
ისინი განიცდიან ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, მათი გრძნობებიც იცვლება, ხოლო რეაგირებისა და კოგნიტური დრო შესამჩნევად უნელდებათ.
ასევე, ისინი კარგავენ ცირკადულ რიტმს, განიცდიან მეხსიერების პრობლემებს და კარგავენ კონცენტრირების უნარს.
კუმარმა თქვა: , , ჩვენ ძალიან ველოდებით მხოლოდ ერთ თარიღს - პირველი თვითმფრინავის ჩამოფრენას, რაც პირველი კონტაქტია გარე სამყაროსთან.
ეს კი მხოლოდ ნოემბერშია მოსალოდნელი."
,,თუ ანტარქტიკის ზამთარში შენს გონებას ნეგატივზე ფიქრის უფლებას მისცემ, ეს შეიძლება ძალიან საშიში და უკონტროლო იყოს.
გამოსავალი არ არის, შენ საკუთარი გონების ტყვეობაში ხარ". -
დასძინა კუმარმა.

✦ კონტინენტის რუკის შედგენა საოცრად რთულია.

იცით, რომ ბოლო დრომდე, ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, წითელი პლანეტის უკეთესი რუკები გვქონდა, ვიდრე ანტარქტიკის.
» „ანტარქტიკის პირველი და ზოგადი ზუსტი რუკა მხოლოდ 1983 წელს შეიქმნა“, - განმარტა ადრიან ფოქსმა British Antarctic Survey's Map and Geographic Information Centre-დან.
,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუკაზე დატანილი იყო საკმარისი ინფორმაცია, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ყველა ძირითადი მახასიათებელი სწორ ადგილას იყო.”
როგორც ფოქსმა განმარტა, გასაკვირი არ არის, რომ ანტარქტიკის დიდი ნაწილის რუკა ჯერ კიდევ ცუდად არის შედგენილი.
დედამიწის ყველაზე მაღალი, მშრალი, ყველაზე ცივი და ქარიანი კონტინენტი აშკარა გამოწვევებს წარმოადგენს.
მაგალითად, 1957 წლის რუკაზე ნაჩვენებია კონტინენტი მხოლოდ წვრილი ყვითელი მოხაზულობით, რომელიც აღნიშნავს იმ დროს „ადამიანის მიერ შესწავლილ ან ნანახ უბნებს“.
ანტარქტიკის რუკების დადგენა ასევე ლოგისტიკური გამოწვევაა.
კონტინენტი უზარმაზარია, ძირითადად ცარიელი და, ანტარქტიკის ხელშეკრულების გამო (რომლის შესახებაც წინა სტატიაში მოგახსენეთ), დახურულია კოლონიზაციის ან რესურსების მოპოვებისთვის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუკების შედგენა მოითხოვს დიდ ძალისხმევას მცირე პრაქტიკული სარგებლისთვის.

✦ იგი იმაზე გაცილებით გვიან ან ადრე აღმოაჩინეს, ვიდრე ფიქრობთ.

შეიძლება იფიქროთ, რომ სრულებით ლოგიკურია ანტარქტიკაზე რომ ადამიანები არ ცხოვრობენ.
გულწრფელად რომ ვთქვათ: სინამდვილეში, ის იმდენად შორეული და მიუწვდომელია, რომ 1820 წლამდე ჩვენ დანამდვილებით არც კი ვიცოდით მისი არსებობის შესახებ.
მაშ, ვინ აღმოაჩინა ყინულისა და მიწის უზარმაზარი სივრცეები "პლანეტის ფსკერზე"?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ეკითხებით: „არის გარკვეული დებატები პირველ ადამიანზე, ვინც რეალურად იპოვა ანტარქტიკის კონტინენტი.
1820 წლის იანვრის ბოლო კვირაში, თადეუს ფონ ბელინგჰაუზენმა, რუსული ექსპედიციის დროს, თქვა, რომ ანტარქტიკაში ნახა "უკიდურესი სიმაღლის ყინულის სანაპირო".
სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ოფიცერმა ედვარდ ბრანსფილდმა, რუკების ექსპედიციის დროს, დაინახა „თოვლით დაფარული მაღალი მთები“.
საუკუნეების განმავლობაში ძიების შემდეგ, მე-18 საუკუნის ბოლოს, თითქმის დანებდნენ.
კაპიტანმა ჯეიმს კუკმა, სამწლიანი ძიების შემდეგ, დაწერა: „მე მჯერა, რომ დედამიწის პოლუსთან არის მიწა...
მაგრამ რისკი იმდენად დიდია, რომ ჩემზე შორს წასვლას ვერავინ გაბედავს“.
კუკი შეცდა. ორმოცდაათი წლის შემდეგ, ანტარქტიკა აღმოაჩინეს.
სინამდვილეში, პოლინეზიელი მკვლევრები შესაძლოა კუკს ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში წინ უსწრებდნენ.
2021 წლის კვლევა ამტკიცებს, რომ, სავარაუდოდ, პოლინეზიელმა მკვლევრებმა ანტარქტიკის წყლებს მე-7 საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს.
  მომზადებულია IFLScience-ს მიხედვით.  
4