რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის?
ვერძი
შესაძლოა, ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიჭირდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ კამათის დროს უხეშობას მოერიდოთ და ოპონენტის მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება მუშაობაში ხელი შეგიშალოთ. დღის მეორე ნახევარი დაძაბულად ჩაივლის. გამორიცხული არ ახლობელ ადამიანთან სულელური მიზეზის გამო კონფლიქტი.
კურო
დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება გადაღლა და ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, მშვიდად, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ და დავალება თანმიმდევრულად შეასრულოთ. გირჩევთ, დახმარება არავის სთხოვოთ - კოლეგების მუშაობის შედეგი იმედებს გაგიცრუებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას მოგიტანთ.
ტყუპები
უმჯობესია საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი სამუშაო სამომავლოდ გადადოთ, ეს დღე კი დაწყებული საქმეების დასრულებას და დოკუმენტების შემოწმებას დაუთმოთ. სხვისი წარმატების ნუ შეგშურდებათ, ეცადეთ მთელი ყურადღება საკუთარ მოვალეობებზე გადაიტანოთ. მოსალოდნელია გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა.
კირჩხიბი
სამუშაო რომ უფრო სწრაფად და თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულოთ, რუტინული ამოცანების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ და ფანტაზია გამოავლინოთ. ვარსკვლავები დღეს რთულ ამოცანებზე უარის თქმას გირჩევენ. გამოცდილი ადამიანების რეკომენდაციები ძალიან დაგეხმარებათ. ნუ შეგეშინდებათ გარშემო მყოფებისთვის საკუთარი იდეების გაზიარება.
ლომი
კარგი განწყობა და ენერგიის მაღალი დონე დაგეხმარებათ, რომ ოჯახურ და სამსახურებრივ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ. რაღაც მოვლენა გაიძულებთ, თავდაპირველი გეგმები შეცვალოთ, მაგრამ შეიძლება თქვენი საქმისთვის ასე ჯობდეს. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ. ადამიანს, რომელმაც ოდესღაც გასაჭირში არ მიგატოვათ, ახლა თქვენი დახმარება სჭირდება.
ქალწული
ხელსაყრელი დროა მენეჯმენტთან ახალი იდეების დემონსტრირებისა და სერიოზული საუბრებისთვის. თქვენს ინიციატივას კოლეგებმა შესაძლოა მხარი დაუჭირონ და მოკავშირეები იპოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
სასწორი
ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. ჯობია, აქტივობა შეანელოთ და ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ. ყურადღების ცენტრში ყოფნას ნუ ეცდებით - უმჯობესია, თვალს მოეფაროთ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. საღამოს ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.
მორიელი
მოლაპარაკებების წარმატება დამოკიდებულია იმაზე რამდენად შეგიძლიათ თანამოსაუბრის განწყობა ამოიცნოთ. ამ დღეს ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და განსხვავებულ მოსაზრებებს პატივი სცეთ. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას და რჩევების მიცემას, როცა ამას არავინ გთხოვთ. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
მშვილდოსანი
თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი იწყება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლახან გაცნობილ ადამიანთან ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ და არ ინერვიულოთ, თუ რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ, ამიტომ დროა, ფულის დაგროვება დაიწყოთ. საყვარელ ადამიანებს შორის ურთიერთობა შეიძლება ორმხრივმა უსაფუძვლო პრეტენზიებმა გააფუჭოს. გათავისუფლდით ეჭვებისგან და ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი მოგეჩვენებათ.
თხის რქა
ეცადეთ, უფრო აქტიური და მიზანდასახული გახდეთ და მიზანს სწრაფად მიაღწევთ. ამ დღეს დავალებას დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე უნდა გაუმკლავდეთ, რადგან საეჭვოა, მათი მუშაობის შედეგმა დაგაკმაყოფილოთ. ურთიერთობისთვის მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანები შეარჩიეთ, რადგან ახლა კარგი განწყობა გჭირდებათ. შესაძლოა პარტნიორის მიმართ პრეტენზიები გაგიჩნდეთ, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მთელი ყურადღება ახალი ადამიანების გაცნობასა და ურთიერთობებზე გადაიტანოთ. ახალი ნაცნობი თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. მუშაობის დროს ყურადღება არ გაგეფანტოთ, რათა ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც ამ დღეს უჩვეულოდ გამახვილებულია.
თევზები
რთული და დაძაბული დღეა. თუ გრძნობთ, რომ დავალებას ვერ უმკლავდებით, დახმარება პროფესიონალ, გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ ეცადეთ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მშვენივრადაა - თქვენი ურთიერთობა თანდათან სასურველ სახეს იღებს.