ახლახან, ასტრონომებმა ათწლეულების კოსმოსურ იდუმალებას ნათელი მოჰფინეს ⚡
გლიზე 229ბი (Gliese 229B) პირველი ყავისფერი ჯუჯაა, რომელიც ოდესმე აღმოგვიჩენია და იგი იუპიტერზე დაახლოებით 70-ჯერ მასიურია.
1995 წელს, მისი იდენტიფიცირების შემდეგ, ამ იდუმალმა ობიექტმა მეცნიერები შეაშფოთა თავისი უჩვეულო ბნელი მხარეებით.
თუმცა, ახლახანს, ჩილეში, "ძალიან დიდი ტელესკოპის" (VLT) ინოვაციური დაკვირვების წყალობით, სიმართლე გაირკვა: გლიზე 229ბი არ არის მხოლოდ ერთი ობიექტი - იგი ორი ციური სხეულია.
ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ Gliese 229B სინამდვილეში არის ერთმანეთთან მჭიდროდ მოძრავი ყავისფერი ჯუჯების წყვილი - გლიზე 229 ბი-ეი (Gliese 229Ba) და გლიზე 229 ბი-ბი (Gliese 229Bb), რომელთა მასაც 38 და 34-ჯერ აღემატება იუპიტერის მასას.
ეს ორი „ვერ შემდგარი ვარსკვლავი“ ერთმანეთის ირგვლივ ერთ სრულ ბრუნს ყოველ 12 დღეში ასრულებს და მათი ერთმანეთთან სიახლოვე არის მიზეზი იმისა, რომ ისინი მოსალოდნელზე უფრო მქრქალი ჩანდნენ.
ეს აღმოჩენა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ამოხსნილი თავსატეხი.
ის გადაწერს ჩვენს ცოდნას ყავისფერი ჯუჯების შესახებ.
Gliese 229B-ს იდენტიფიცირება, როგორც ორობითი სისტემა, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ასეთი არა ერთი წყვილი შეიძლება იმალებოდეს ირმის ნახტომში.