6 votes
0 comments
0 shares
Save
წყვილმა ქორწილი Facebook live-ით გადაიხადა (ინგლისი)
54 views
Primetime
Tbilisi · 3 months ago

ინგლისელი წყვილი ქორწილს თითქმის 18 თვის განმავლობაში გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა, ყველაფერი წყალში ჩაუყარა.

კრისტენ და რიჩარდ გრუმებმა აპრილში დაგეგმილი 100-კაციანი ქორწილი გააუქმეს და ეკლესიაში ჯვარი ერთი თვით ადრე დაიწერეს – ხოლო სტუმრები ფეისბუქ ლაივში ჩართეს.ამის შესახებ BBC წერს.

როგორც კრისტენი ამბობს, მათ ჯვრისწერა ზუსტად ერთი დღით ადრე მოასწრეს, სანამ მთავრობა ყველა ღონისძიებას აკრძალავდა:

„ვიცოდით, რომ აპრილში დაქორწინების შანსი აღარ გვქონდა, ამიტომ ის შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა“.

როგორც ის ამბობს, მისი საქორწინო კაბა მზად არ იყო, ამიტომ ოჯახის წევრის კაბა მოირგო, ფოტოგრაფს კი ზუსტად ერთ დღეში შეუთანხმდა და იმავე დღეს იყიდა თაიგულიც. კრისტენს მოულოდნელი ქორწილის დაგეგმვაში ოჯახის წევრებიც დაეხმარნენ.

წყვილის ჯვრისწერას მხოლოდ ის ოჯახის წევრები დაესწრნენ, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობდნენ, მოწვეულმა სტუმრებმა კი ცერემონიას თვალი ფეისბუქის ლაივიდან მიადევნეს.

https://primetime.ge/tskvilma-qortsili-facebook-live-it-gadaikhada-inglisi/


Primetime
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება. ნაწილი III
კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია. ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ. მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან მიღებული უახლესი კოსმოსური (აერო) ფოტოებით ზუსტი ინფორმაცია გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ, რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ძალების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე კიანუს ანგუხაა). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია. სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 9-11 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს. ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა საგზაო მაგისტრალის ჩრდილოეთით არსებული სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენშტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები და გვარდიის სხვადასხვა დანაყოფების ცაკლეული მებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ. ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და „მხედრიონის“ შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია, ამჟამად უკვე მასშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტად. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა. იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის დიდი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი ბრძოლისუნარი აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეჩერებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დატოვეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით. ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრშეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა ქართულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს წარმოადგენდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა, რითაც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. 11 ივლისს ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტოროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ძალები მართლაც განადგურდა თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, შედეგად გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხარუ და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს. ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული, დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად დესანტის გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში, თითქოს ფსოუმდე ჰყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები, ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის ფეხში მძიმედ დაჭრილმა სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ თანამდებობას იკავებს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობაში), დაზიანებული ფეხი მოიკვეთა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად (არსებობს ამ სიტუაციის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი). ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ. ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადა, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი „თეთრი არწივი“ და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს. ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 400-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე იმ მომენტში ბევრად უფრო მომზადებული იყო და უფრო თანამედროვე სამხედრო საშუალებებით გააჩნდა, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს 500-მდე ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი ჯავშანტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება, მაგრამ გამარჯვებულები საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდნენ! ქართველები ნაალაფარ ჯავშან.ტექნიკაზე რუსეთის გენშტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ რუსეთის ფედერაციის გენშტაბი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში, რომელიც მათ რეალურ სახეს დაანახებდა მსოფლიოს. დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენშტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში (რამდენიმე სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფელი დაიკავეს), მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ თვლის ქართული მხარე თავს ბრძოლაში დამარცხებულად და არ აღიარებს ომის შედეგებს და სავსებით სამართლიანადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ მთელი ამ ოპერაციის განმავლობაში მოწინააღმდეგე ახლად დაკავებულ ტერიტორიაზე ქართულ მოსახლეობას მანიაკალური სისასტიკით უსწორდებოდა, იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიც არის ცოცხლად დამარხვა, ბენზინით დაწვა, ორგანოების ცოცხლად მოჭრა, „სკალპის“ ახდა, გაუპატიურება, ცხედრების წაბილწვა და ა.შ. საქმე იქამდე მივიდა, რომ მშვიდობიან უიარაღო მოსახლეობას წამების გარეშე დახვრეტაც კი სანატრელი გაუხდა. ქართული მოსახლეობის განადგურების შემდეგ აფხაზები მათ სახლებს (ქართველთა კომპაქტურ ჩასახლებებში) წვავდნენ და ანგრევდნენ, „რომ არღარა ეყივლა ქათამსა“ იმ არემარეში. ასეა სრულიად გაუკაცრიელებული დღეს 15-ზე მეტი წმინდა ქართული სოფელი აფხაზეთში (იგივე გააკეთეს მოგვიანებით ცხილვალის რეგიონში, ხელწერა ერთია!). ყველაზე სამწუხაროა, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული ჯარის, უფრო სწორი ტერმინი, რომ ვიხმაროთ მოხალისეთა ლაშქარის შემადგენლობიდანაც იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ეროვნებით აფხაზების და სომხების (იყო ქართველები მიმართაც შემთხვევები) მიმართ, იყო სასტიკი მოპყრობის და სხვა სახის სამარცხვინო კრიმინალური შემთხვევები, აღნიშნული ფაქტების მასშტაბები და დეტალები ფართო ქართული საზოგადოებისათვის უცნობია და ფაქტობრივად ტაბუირებულია, თუმცა ამჟამად აფხაზეთში დარჩენილ მოსახლეობას საკმაოდ მწარედ ახსოვს ისინი, რაც რეალურად შეუძლებელს ხდის ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც კი, სამწუხაროდ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველი ადამიანი დღეს გაიგივებულია მკვლელთან, ფაშისტთან და მათთან კომუნიკაციის მცდელობისას პირველ რიგში სწორედ მსგავს ფაქტებს ასახელებენ და არ სურთ ამ მიზეზით ქართველთან არანაირი ურთიერთობა, ასევე სამწუხაროა, რომ დღემდე არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შედგენილი ურთიერთსანდო სია თუ რა დანაკარგებია ქართულ და აფხაზურ მხარეებზე. ასეთ ვითარებას სეპარატისტული ხელისუფლება კვლავ მზაკვრულად, მაგრამ ეფექტურად იყენებს ქართველთა მიმართ ზიზღის მიზანმიმართულად გასაღვივებლად. მაშინ როდესაც როგორც საქართველოს პროკურატურისათვის ისე სეპარატისტთა არც თუ მცირე წრისათვის, კარგად არის ცნობილი, რომ თუ აფხაზებმა დაკარგეს 1500-2000 უიარაღო მშვიდობიანი პირი, ქართული მხრიდან ყველაზე მცირე 6000 (არსებობს ინფორმაციები 15,000 პირზეც) უიარაღო მშვიდობიანი პირია განადგურებული. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ელემენტარული საკითხიც კი ვერ მოაგვარა ქართულმა სახელმწიფომ ამდენი წლის განმავლობაში, რაც საშუალებას მოგვცემდა ერთხელ და სამუდამოდ დაგვედუმებინა აფხაზები და მიგცევა მათთვის სინანულის გამოხატვის შანსი და საშუალება, რომლებმაც ქართველი მეზობლების სახლების დაუფლების მიზნით, საკუთარი ხელითაც კი დახოცეს ისინი, მიისაკუთრეს მათი კერა და ქართველი ბავშვების სათამაშოებით აღზარდეს საკუთარი შვილები. თუმცა ჩვენ ჩვენ ქმედებებზე და ცოდვებზე მოგვიწევს პასუხისგება და აბსოლუტურად ვერაფერი ნუგეშია ის ფაქტი, რომ მათ მეტი დააშავეს! გარდა ნორმალურ აფხაზებთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ამავე დროს ის ღირსეული და ნამდვილი მებრძოლი ქართველები, რომლებსაც არაერთი ენითაუწერელი გმირობა ჩაიდინეს, სამწუხაროდ სწორედ ზემოხსენებული ქართველი კრიმინალების გამო არ არიან დაფასებული საქართველოში, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ და ეს ფაქტი ჯაჭვური რეაქციით ძალიან ბევრ სახელმწიფო ფუნდამენტურ საკითხს აზიანებს. მომდევნო კაპიტულანტური შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა. სტატიის ავტორი გიორგი გიგინეიშვილი 2020 წ.
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
სტალინის და ტროცკის დაპირისპირება
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა. იმხანად ლევ ტროცკი უკვე საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ იქიდანაც ინტრიგებს ხლართავდა. დიდი დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეუბრალებლად ექცეოდა მტრებს და ბუნებრივია, არც ტროცკის მიმართ გამოიჩენდა ლმობიერებას - მით უმეტეს, რომ მასთან პირადი საქმეების გამოც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და დანდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საბჭოთა ოფიციოზმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ტროცკის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა - დარაჯს, რომელსაც გათბობის რეგულირებაც ევალებოდა, საქვაბეში შესვლა გადაავიწყდა, ჩაეძინა და გახურებული საქვაბის აფეთქებამ ცეცხლი გააჩინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის შინსახკომის მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა - დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა, სხვა მოწმე კი არ არსებობდა. ლევ ტროცკიმ, რომელიც მაშინ თურქეთში იმყოფებოდა, კარგად იცოდა, რომ იოსებ სტალინს, რომ იტყვიან, "გრძელი ხელები ჰქონდა" და სტამბოლში სულაც არ გაუჭირდებოდა მტრის გაქრობა. ამიტომაც, როგორც კი მოსკოვური სახლის დაწვის შესახებ შეიტყო, თავშესაფარი ოფიციალურად საფრანგეთს სთხოვა - იგი სასტუმრო "ორიანტიდანაც" (დღევანდელი სასტუმრო "თაქსიმი" სტამბოლში), მალე საცხოვრებლად საფრანგეთის საელჩოში გადავიდა. საფრანგეთის ელჩს თურქეთში ლევ ტროცკისთვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარი არ უთქვამს; პარიზმა კი სტალინის დაუძინებელი მტერი კარგა ხანს ალოდინა - ლევ ტროცკის თავშესაფარი მაშინღა აღირსეს, როდესაც 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა აშკარად დაუჭირა მხარი ესპანეთის კომუნისტურ პარტიას. ესპანეთში მის გარდა არსებობდა ასევე "მარქსისტული ერთიანობის მუშურ-გლეხური პარტია" ანუ "პოუმ", რომელიც ტროცკის იდეებს იზიარებდა. პარიზში დაფუძნებული ტროცკი, ვისაც საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ აქტიურობას არც კი უკრძალავდა, ესპანეთის ამბებში თხემით ტერფამდე ჩაეფლო - ის "პოუმ"-სა და ანარქისტებს დაუკავშირდა და ესპანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, მონარქისტებსაც უპირისპირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლევ ტროცკის 1932 წელსვე ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. კრემლის მესვეურები არ ახმაურებდნენ იმ ფაქტს, რომ სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანგულ პრესაში (მაშინ ფრანგული პრესის პრესტიჟი წარმოუდგენლად მაღალი იყო) ხშირად ქვეყნდებოდა წერილები სტალინის პიროვნების შესახებ და დიდი დიქტატორი მათი წაკითხვის შემდეგ გიჟს ჰგავდა - დეტალები, რომლებზეც იქ ეწერა, მართლაც, სინამდვილეს შეესაბამებოდა; არადა, მათ შესახებ მხოლოდ სტალინის ოჯახის ახლობლებს უნდა სცოდნოდათ. 1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა. ამას წინ უძღოდა ერთი მეტად შთამბეჭდავი ტერაქტი, რომელიც იმავე წლის დასაწყისში, ბარსელონაში (ეს ქალაქი რესპუბლიკელების ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენდა) ესპანეთის კომუნისტური პარტიის ტერორისტებმა მოკლეს ტროცკის მომხრე "პოუმ"-ის ლიდერი ანდრეუ რინი. ამან კი დიდი არეულობა შეიტანა რესპუბლიკელთა რიგებში - კომუნისტურ პარტიას "პოუმ"-ისა და ანარქისტული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკო ბაამონდემ კი, რომელიც იმ დროს ანტირესპუბლიკურ ფრონტს ხელმძღვანელობდა, დრო იხელთა და უეცარი შეტევებით მოსპო რესპუბლიკელთა არმია; მერე ბარსელონაც აიღო და ყველაფერი მოაგვარა. ესპანელ რესპუბლიკელთა დამარცხება სტალინმა და ტროცკიმ საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს გადააბრალეს - დიდი დიქტატორი კრახმა იმ დონეზე კი გააცოფა, რომ ტროცკის პოლემიკაში აჰყვა; არადა, მანამდე ეს არასოდეს უქნია. მან "პრავდაში" სტატიების მთელი სერია გამოაქვეყნა საერთო სათაურით - "მსოფლიო პროლეტარიატის ნომერი პირველი მტერი"; ტროცკიმ კი, ტრადიციულად, ფრანგული პრესის ფურცლებიდან გასცა არანაკლებ მწვავე პასუხი, თანაც საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას დიდტანიან ბიოგრაფიულ ნაშრომზე - "სტალინი". რამდენადაც სტალინ-ტროცკის დაპირისპირებამ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა, პარიზმა ტროცკის თავშესაფრის ქონის უფლება შეუწყვიტა და მალე ქვეყნის დატოვებაც მოსთხოვა. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მესვეურები სტალინის გაღიზიანებას ერიდებოდნენ - მით უმეტეს, რომ უკვე 1937 წელი იდგა და დიდი დიქტატორი მტრების მუსვრით იყო დაკავებული. სწორედ მაშინ თქვა ტროცკიმ: "მე მტრების არ მეშინია, მაგრამ უნდა გავერიდო მათ, რადგან გრძელი ხელები აქვთ". 1937 წელსვე, IV ინტერნაციონალის (რომელიც მაშინ აშშ-ში იყო ბაზირებული) არაოფიციალური მიწვევით, ლევ ტროცკი მექსიკაში ჩავიდა. იმხანად მექსიკას საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა და საბჭოთა დაზვერვასაც იქ ხელი არ მიუწვდებოდა - ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ თავად ლევ ტროცკისა და მის თანამოაზრეებს, IV ინტერნაციონალიდან. მექსიკის ხელისუფლებაზე სტალინი მართლა ვერ მოახდენდა გავლენას, თუმცა ლევ ტროცკის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად აღარ იყო ისეთი, რომ ოკეანის გაღმიდან სტალინისთვის რაიმე დაეკლო - ჯერ კიდევ 1936 წელს, პარიზში ყოფნისას, ტროცკი იძულებული გახდა, თავისი არქივის ნაწილი ამსტერდამის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ადგილობრივი ფილიალისათვის მიეყიდა; აღებული ფულით კი ვალები გადაიხადა. ასე რომ, მექსიკაში ჩამოსვლისას, ლევ ტროცკის ჯიბეში გროშიც არ უჭყაოდა და იძულებული გახდა, პოლიტიკური მოღვაწეობა დროებით შეეწყვიტა - მან მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში კურდღლების ფერმა აიღო გირაოდ და ფერმერობას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში მყოფი ტროცკი აღარ აქტიურობდა, კრემლში სტალინი მაინც შეშფოთებული იყო და თავისი დაუძინებელი მტრის ლიკვიდაციაზე უფრო ხშირად ფიქრობდა. დიდმა დიქტატორმა იცოდა, რომ ტროცკი არ გაჩერდებოდა; არადა, სტალინს ევროპის "გაწითლება" ეწადა და თუ მტერს თავიდან არ მოიშორებდა, ჩანაფიქრს ვერ აასრულებდა - ევროპელ მემარცხენეთა შორის ხომ ტროცკის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა და მათ ხალხის დარაზმვა შეეძლოთ. 1940 წლის თებერვალში, იოსებ სტალინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ტროცკისთვის ბოლო მოეღო. მაშინ საბჭოთა კავშირი ფინეთთან ომს აწარმოებდა და ერთი შეხედვით, ამის დრო არ იყო, მაგრამ დიდი დიქტატორი მაინც მიიჩნევდა, რომ ომის მიუხედავად, ტროცკის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. აქვე იმასაც დავძენთ, რომ დასავლეთელი ისტორიკოსები ლევ ტროცკის მკვლელობაზე საუბრისას, ყოველთვის მიუთითებენ, რომ სტალინი მაშინ II მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავდა და კატეგორიულად არ სურდა, რომ იმ მომენტისთვის ტროცკი ცოცხალი ყოფილიყო. ეს თვალსაზრისი მართლაც შეეფერება სიმართლეს, რადგანაც სწორედ ტროცკის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო II მსოფლიო ომი - გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთდროულად შეიჭრნენ პოლონეთში. თებერვლის ერთ თოვლიან დღეს, სტალინმა თავის კაბინეტში ლავრენტი ბერია იხმო. პენსნეიანი კაცი დროულად გამოცხადდა მასთან. დიდმა დიქტატორმა, რომელიც კარისაკენ ზურგით, ფანჯარასთან იდგა, კარის ჭრიალზე მოიხედა და ჩაეღიმა: "აჰაა, მოხვედი, ლავრენტი?... რაღაც მინდა დაგავალო", - ჩაილაპარაკა მერე და სტუმარს იქვე, სავარძელზე უხმოდ მიუთითა. ლავრენტი ბერია დინჯად დაჯდა, პენსნე მოიხსნა, გაწმინდა და მერე ქართულად იკითხა: "რა ამბავია, ვისარიონიჩ?" იმავე საღამოს, თავის კაბინეტში მჯდარმა ლავრენტი ბერიამ შიკრიკს ტროცკის საქმე და კიდევ რამდენიმე სხვა საქაღალდე მოატანინა, მდივან ქალს კი ერთი ჭიქა ჩაის ადუღება სთხოვა. თხოვნა რომ შეუსრულეს, თვალები მოჭუტა, ქალს მადლობა გადაუხადა და მოულოდნელად ჰკითხა: "ფროსია, ვინ გვყავს ჩვენ ისეთი, ესპანური რომ იცოდეს?" მდივანი ქალი წამით დაიბნა, მერე კი უპასუხა: "რაღა თქმა უნდა, ნაუმ ეიტინგონი, ლავრენტი პავლოვიჩ!" საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც ესპანეთის ომის დროს საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკელთა კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხალისეთა შენაერთების გადაყვანა ევალებოდა, მართლაც შესანიშნავად ფლობდა ესპანურ ენას. სხვათა შორის, ის თბილისში გაზრდილი რუსი ებრაელი იყო და ბერია კარგად იცნობდა. ამიტომ, პენსნეიან კაცს აღარც უყოყმანია - ეიტინგონი თავისთან იხმო და ვითარება გააცნო. ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც "ტროცკის საქმეში" მეტსახელად "ფილიპე" უწოდეს, თავდაპირველად დაეჭვდა, შეძლებდა თუ არა საბჭოთა აგენტურა მექსიკაში ისე შეღწევას, რომ არავინ ჩავარდნილიყო: "ჩვენი ბიჭები არწივები არიან, მაგრამ მექსიკა ჩვენთვის მაინც სპეციფიკურია... ცდად კი ღირს!" - უთხრა მან ბერიას. პენსნეიანმა კაცმა ავად ჩაიღიმა და წყნარად თქვა: "სრულ თავისუფლებას გაძლევთ, იმუშავეთ და საქმე გააკეთეთ... იცოდეთ, ყველაფერი აგვისტოში უნდა მორჩეს... ჰო, მართლა - მე ნუ მიპატაკებთ, რადგან ეგ საქმე ამხანაგ პაველ სუდოპლატოვს დააწერეს!" ეიტინგონისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ამიტომ დაზუსტება არ მოუთხოვია, ისე დაემშვიდობა ბერიას და კაბინეტიდან გავიდა. მან იმავე დღეს ინახულა პაველ სუდოპლატოვიც - გამოცდილი საბჭოთა "ჩეკისტი", რომელმაც სახელი უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ორიგინალური ლიკვიდაციის მერე გაითქვა: კონოვალეცს ძალიან უყვარდა შოკოლადი; სუდოპლატოვმა, რომელიც მას "ჩეკას" დავალებით ამსტერდამში შეხვდა, უკრაინელ ლიდერს მოწამლული "ბონბონიერი" მიართვა. მიუხედავად ამგვარი გამოცდილებისა, მექსიკაში სუდოპლატოვი ვეღარაფერს იზამდა, რადგან ესპანური არ იცოდა და გარდა ამისა, სლავური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ის ზედმეტი ფორმალობის გარეშე ენდო ეიტინგონს, რომელმაც აღუთქვა, რომ პრობლემას მალევე მოაგვარებდა. 1940 წლის მარტში ნაუმ ეიტინგონი და მისი საყვარელი - ესპანელი კომუნისტი ქალი კარიდად მერკადერი მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი მეხიკოში ჩაფრინდნენ. ეიტინგონს ჯიბეში ფრანგული პასპორტი ედო, ვინმე ფილიპე ებრალიძის სახელზე. მეხიკოში წყვილს კარიდადის შვილი - 23 წლის რამონი ელოდა. საბჭოთა მზვერავების მასპინძელი მექსიკის დედაქალაქში ცნობილი მხატვარი და კომუნისტი - დავიდ ალფარო სიკეიროსი იყო, რომელმაც ყველაფერი ადრევე იცოდა და მზადაც გახლდათ დავალების შესასრულებლად. მას ჰყავდა მებრძოლთა ათკაციანი რაზმი, რომელიც საკმაოდ კარგად იყო გაწვრთნილი და გამოცდილებაც დიდი ჰქონდა. სიკეიროსი საბჭოთა უშიშროებისგან სოლიდურ ანაზღაურებას ელოდა და მზად იყო, რისკზე წასულიყო - ლევ ტროცკის სახლს დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ IV ინტერნაციონალის მიერ დაქირავებული დაცვის წევრები - ძირითადად, ამერიკელები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული. ნაუმ ეიტინგონი და რამონ მერკადერი მარტიდან აგვისტომდე ლევ ტროცკის გარემოცვის შესწავლას მოუნდნენ. პარალელურად კი, მერკადერი - სიკეიროსის და მისი ნაცნობების მეშვეობით - ერთ-ერთ ადგილობრივ მემარცხენე გაზეთში ჟურნალისტად გაფორმდა. ერთი სიტყვით, მზვერავებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ლევ ტროცკის გარემოცვაში ბუნებრივად - ზედმეტი ეჭვის გარეშე შეეღწიათ. ასე დადგა 1940 წლის 20 აგვისტო. იმ დღეს მეხიკოში უჩვეულოდ მოღრუბლული ამინდი დაემთხვა, რაც მზვერავებს ხელს აძლევდათ - ქუჩაში ბევრი ხალხი არ იქნებოდა და ისინი უხმაუროდ მიმალვას შეძლებდნენ. სხვათა შორის, ლევ ტროცკის ეჭვი ჰქონდა, რომ უთვალთვალებდნენ. ამიტომაც სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ჟურნალისტებსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა. იმ დღეს, რატომღაც, სხვაგვარად მოიქცა - ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც ხუან დე კასტროდ გაეცნო, უარი არ უთხრა და სახლში მიიწვია. შესვლისას, ხუან დე კასტრო, რომელსაც ხელში მსხვილბუნიკიანი, ძველმოდური ტროსტი ეჭირა, დაცვამ საფუძვლიანად გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი უპოვა. რა თქმა უნდა, დე კასტრო მერკადერი იყო და მკვლელობის იარაღად ტროსტი უნდა გამოეყენებინა. GzaPressადგილობრივი დროით 17:30 საათზე მერკადერმა ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო. ტროცკის მან რამდენიმე კითხვა დაუსვა და შესაბამისად, პასუხებიც მიიღო. ლევ ტროცკის ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ვინაიდან დიაბეტიც ჰქონდა, შიგადაშიგ შაქრიან წყალს სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შესვენების დროს, ის ადგა, კომოდთან მივიდა, რომელზეც წყლიანი ჭიქა იდგა. მერკადერი სწორედ ამას უცდიდა - მან მთელი ძალით მოიქნია ტროსტი და კეფაში სთხლიშა მსხვერპლს. ტროცკი იქვე უგონოდ ჩაიკეცა, თუმცაღა არ მომკვდარა. მერკადერმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ტროსტი მას, მერე კი კარისკენ გაიქცა. ამ დროს, გარედან ტროცკის სახლს სიკეიროსის ხალხმა ალყა შემოარტყა და ცეცხლიც გახსნა. დაიღუპა დაცვის რამდენიმე წევრი, რამონ მერკადერმა კი სახლიდან უვნებლად გამოღწევა ვერ შეძლო - ის დაცვამ დაჭრა და დააკავა. ამ ყველაფერს ნაუმ ეიტინგონი და კარიდად მერკადერი ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ადევნებდნენ თვალყურს. ეიტინგონმა და კარიდად მერკადერმა იმავე დღეს დატოვეს მექსიკა და კუბის გავლით ჯერ პარიზში, მერე კი მოსკოვში ჩაფრინდნენ. იქ ორივენი ოქროს მედლით დააჯილდოეს; სტალინმა მათ პირადად გადასცა ჯილდოები და მერე ქართული აქცენტით უთხრა: "ახლა კი ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ყველაზე ძლიერია მთელ მსოფლიოში, ეს კი თქვენი დამსახურებაა!" წყარომიხეილ ლაბაძე "გზა", 2012 წელი
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 week ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Sokhumi Daily
Sokhumi · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 weeks ago
აფხაზეთის ტრაგედია
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა,1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის დეკლარაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ეს მოთხოვნა სავარაუდოდ ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ აფხაზეთი ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა 1925—1931 წლებში, რომელსაც საქართველოს სსრ-სთან ე. წ. „ერთიანობის ხელშეკრულება“ აკავშირებდა. პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. ამ ფაქტებისაგან გამოწვეული სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ცენტრსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში. ამრიგად, 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა.თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭომ ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ.ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტი დაიწყო. ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს შედგა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა. 15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის “მხედრიონის” მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქ. ტყვარჩელის ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობნენ აფხაზები. 20 აგვისტოს არმავირში შედგა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის,სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. ბ.ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული” რეაქციის გამო. 20 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოს. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ა.ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან. 22 აგვისტოს აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ. გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო. იმავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას და მოწინააღმდეგე გააფრთხილა. წინააღმდეგობის გასაწევად აფხაზებს არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბაზა გააჩნდათ. 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზთა გვარდია ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა. მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ სამ ერთეულ ჯავშანტექნიკას შეადგენდა. იარაღის დეფიციტი აფხაზებმა მოკლე პერიოდში შეივსეს. მათ გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის საზენიტო პოლკიდან 1000 ავტომატი, 600 ტყვიამრფქვევი, 500 ხელყუმბარა და უამრავი ტყვიაწამალი გადაეცათ.რუსების წყალობით სექტემბრის ბოლოს აფხაზთა შეიარაღება ქვეითთა ექვსი საბრძოლო მანქანით, ტ-72 ტიპის ტანკით, აგრეთვე საარტილერიო დანადგარებითა და ნაღმტყორცნებითაც შეივსო. იარაღთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობდა სეპარატისტების ცოცხალი ძალით მომარაგება. რუსეთის მსხვილ ქალაქებში დაქირავებულთა მოსაზიდად სპეციალური პუნქტები მუშაობდნენ. 21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღეიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან. აგვისტოს ბოლოს გაგრის რაიონში ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა. მდინარე ბზიფზე გასვლის შემთხვევაში იკეტებოდა ყველა გზა, მათ შორის მამზიშკის მთიდან ჩამოსასვლელი ბილიკებიც. ამის შემდეგ გაგრის ზონა პრაკტიკულად შეუვალი ხდებოდა. შეტევა 28 აგვისტოს დაიწყო. დამრტყმელ ძალას ავტომაგისტრალზე მოძრავი ჯავშანტექნიკა წარმოადგენდა. ბრძოლა კოლხიდიდან ნახევარ კილომეტრში დაიწყო. დამრტყმელმა კოლონამ წინ წაიწია, თუმცა ფლანგებიდან შეტევა შეჩერდა. დამრტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს. შეტევა ვეღარ განვითარდა და გაგრიდან სამ კილომეტრში, წითელ ჯვართან შეჩერდა. ქართული მხრიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დიდი დანაკარგის გამო შავნაბადას ბატალიონი 5 სექტემბერს გაგრიდან გამოვიდა. ბზიფზე წარუმატებელი ოპერაციიდან ერღი დღის შემდეგ სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი აიღეს, მაგრამ იერიშის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყოთ. 1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი. გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ. 1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია “ავაზას” ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა. მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. 5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა. 1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავვების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრები მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა. 16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა. მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა. 16 მარტის კატასტროფის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოსავალის ძიება დაიწყო. სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეზორგანიზებული იყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე 23 მარტს არძინბამ დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიამრთა.ქართული მხარესათვის აფხაზები მოულედნალად გააქტიურდნენ. 2 ივლისს დილის 5.00 საათზე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ანხორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაკირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო. 2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.5 ივლისს მოწინააღმდეგე შრომა-კამანის მიმართულებით კვლავ გააქტიურდა. გამთენიისას აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფელი დღის ბოლოს დაეცა. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ 12 კილომეტრი აშორებდათ. კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაცი დაკარგა. 1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა. აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა. აფხაზეთის ომი 1992—93 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა. კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ. მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს კი ჩვენს მხარეს მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები(უნა-უნსო) წყარო: ucnauri.com#აფხაზეთი #სოხუმი #ომი #ოკუპაცია #sokhumidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ხანგოშვილის მკვლელობის უკან FSB-ს ჯგუფია – ჟურნალისტური გამოძიება
დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფი აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და რუსეთის საზღვრებს გარეთ მომხდარ სხვა მკვლელობებს შორის კავშირი არსებობს. ერთობლივი გამოძიება გამოცემებმა Bellingcat (ბრიტანეთი), Der Spiegel (გერმანია) და The Insider (რუსეთი) ჩაატარეს. ჟურნალისტური გამოძიების ავტორების განცხადებით, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სპეციალური დანიშნულების ცენტრის მიერ. „ქილერი“ – ვადიმ კრასიკოვი მომზადებას გადიოდა სწორედ ამ ცენტრის ბაზებზე და სპეცსამსახურებისგან მიღებული ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი ყალბი სახელითა და გვარით. The Insider-მა, Bellingcat-მა და Der Spiegel-მა დაადგინეს კრასიკოვის ვინაობა და ისიც, რომ ის სავარაუდოდ დაკავშირებულია რუსეთის საზღვრებს გარეთ FSB–ს მიერ ორგანიზებულ სხვა მკვლელობებთან. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, FSB–ს „მკვლელების ჯგუფი“ უპრობლემოდ იღებდა შენგენის ვიზებს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, თურქეთში კი მათ სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს. ამ ჯგუფის ორი წევრი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 2016 წელს დააკავეს კიდეც, თუმცა მოგვიანებით რუსეთს ყირიმელ თათრებში გაუცვალეს. მოულოდნელი „რომანი“ ჟურნალისტ-გამომძიებლებმა დაადასტურეს, რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქის არსებობა, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი აქვს ზელიმხან ხანგოშვილის ლიკვიდაციასთან. მან ევროკავშირის საზღვრები მკვლელობამდე გადაკვეთა, რისთვისაც 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვის“ ყალბი საბუთები გამოიყენა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2019 წლის 29 ივნისს ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთის პასპორტის მიხედვით, 1981 წელს დაბადებული „რომან დავიდოვი“ იყო, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, სლოვაკეთის საკონსულოში ტურისტული კომპანიის შუამავლობით წარადგინა განცხადება ერთწლიანი შენგენის ვიზის მოთხოვნით. სავიზო კითხვარში მან ჩაწერა, რომ პეტერბურგში ცხოვრობდა და ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობდა. ეს ყველაფერი სიცრუე იყო - ადამიანი ასეთი გვარითა და სახელი არ არსებობს, ისევე როგორც ის კორპუსი, რომელიც „რომან დავიდოვმა“ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა. „რომან დავიდოვი“ 1981 წელს კი არა, სლოვაკეთის საკონსულოში ვიზიტამდე სულ რაღაც 10 დღით ადრე „დაიბადა“, საზღვარგარეთის პასპორტი ასეთ პიროვნებაზე 2019 წლის 18 ივლისს, ქალაქ ბრიანსკში გაიცა. საგადასახადო ბაზაში „რომან დავიდოვი“ ერთი კვირის შემდეგ გამოჩნდა. კომპანია „რუსტ-ი“, რომელმაც „დავიდოვს“ მათთან დასაქმებულის ცნობა ვითომ მისცა, უკვე რამდენიმე წელია რესტრუქტურიზაციის მდგომარეობაშია და 2016 წლიდან გადასახადებს არ იხდის. ფორმალურად, 2019 წელს ამ კომპანიაში დასაქმებული იყო მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს „რომან დავიდოვი“ არ გახლდათ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ სლოვაკეთმა ამ არარსებულ პირს მრავალჯერადი შენგენის ვიზა იმავე დღეს მისცა. „რომან დავიდოვი“ არ ყოფილა ერთადერთი არარსებული ადამიანი, რომელმაც იმავე დღეს შენგენის ვიზაზე განცხადება შეიტანა. მეორე ასეთი ადამიანი „ვადიმ სოკოლოვი“ (იგივე ვადიმ კრასიკოვი) იყო, ოღონდ ის მოსკოვში მდებარე საფრანგეთის საკონსულოში მივიდა. „სოკოლოვმაც“ თავისი არსებობის შესახებ რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა, როდესაც ისევ ქალაქ ბრიანსკში მის სახელზე საზღვარგარეთის პასპორტი გასცეს. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, „ვადიმ სოკოლოვის“ პასპორტის ნომერი მხოლოდ ბოლო ორი სიმბოლოთი განსხვავდება „რომან დავიდოვის“ პასპორტის ნომრისგან. საგადასახადო ბაზაში ორივე მათგანი 2019 წლის 23 ივნისს გაჩნდნენ და ორივეს სამუშაო ადგილად კომპანია „რუსტ-ი“, ხოლო თანამდებობად ინჟინერ-კონსტრუქტორი იყო მითითებული. ამ კომპანიის დირექტორმა The Insider-ს ვერ აუხსნა, როგორ გაჩნდა მისი ხელმოწერა „დავიდოვისა“ და „სოკოლოვის“ დოკუმენტებზე. „სოკოლოვმაც“ უპრობლემოდ მიიღო შენგენის ვიზა. სამი კვირის შემდეგ „ვადიმ სოკოლოვმა“, იგივე ვადიმ კრასიკოვმა ბერლინში მოკლა ზელიმხან ხანგოშვილი. „რომან დავიდოვი“ კი ევროკავშირიდან უკან, რუსეთში დაბრუნდა. რომან დავიდოვის ფოტო რას აკეთებდა ევროპაში „რომან დავიდოვი“ და რა როლი შეასრულა მან ხანგოშვილის მკვლელობაში, ბოლომდე ნათელი არ არის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2019 წლის 3 აგვისტოს, ის პოლონეთში ბელარუსის ტერიტორიიდან ავტომობილით შევიდა, 4 დღის შემდეგ კი იმავე გზით დაბრუნდა უკან. ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს მოკლეს. ცნობილია, რომ ვადიმ კრასიკოვი ბერლინში პოლონეთის ტერიტორიიდან ჩავიდა. სავარაუდოდ, სწორედ პოლონეთში გადასცეს მას მკვლელობის იარღი. ამასთან, ბერლინში კრასიკოვმა მხოლოდ ერთი დღე დაჰყო, თუმცა მის განკარგულებაში უკვე იყო ველოსიპედი, ელექტროსკუტერი (ის მოდელი, რომელიც გერმანიაში არ იყიდება), იცოდა როდის და სად იქნებოდა მსხვერპლი. ეს იმაზე მიუთთებს, რომ კრასიკოვს ეხმარებოდნენ და „დავიდოვი“ მისი ერთ-ერთი თანამზრახველია. ის, რომ „დავიდოვი“ კრასიკოვს ეხმარებოდა, ჩანს რუსეთში ნაქირავები ავტომობილის (Infiniti Q50) გადაადგილების შესახებ ინფორმაციით. Bellingcat-ის განკარგულებაში არსებული საგზაო კამერების მონაცემებით, 2019 წლის ივლისში „დავიდოვი“ მოსკოვში ხშირად იყო იმ ბულვარში, რომლის სიახლოვესაც კრასიკოვი ცხოვრობდა, გარდა ამისა, ის იმყოფებოდა ბალაშიხაში, სადაც კრასიკოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ცენტრის ბაზაზე საბრძოლო მომზადებას გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ „დავიდოვის“ როლი ბერლინის მკვლელობაში ბოლომდე არ არის ნათელი, გამომძიებელი ჟურნალისტების განცხადებით, თავად მისი მონაწილეობის ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის დამაკავშირებელი რგოლია კრასიკოვსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ საზღვარგარეთ მოწყობილ მკვლელობებს შორის. სტამბოლის მკვლელობები 2015 წლის 1-ელ ნოემბერს აბდულვახიდ ედილგერიევი სტამბოლში, საკუთარი ბინიდან გამოვიდა და საკუთარ ავტომობილში ჩაჯდა. მას გვერდით ახალგაზრდა დისშვილი ეჯდა. ის ის იყო ავტომობილი დაქოქა, რომ უკნიდან თეთრი მანქანა მიადგა და დაბლოკა. აბდულვახიდმა მოასწრო და გასროლამდე დისშვილს ხელი ჰკრა. მკვლელებმა მიზანს ააცილეს. აბდულვახიდი მანქანიდან გადახტა და გაიქცა, მაგრამ ზურგში ესროლეს. მამაკაცი ხელგამოჭრილი იპოვეს, მას ხუთი ტყვია ჰქონდა მოხვედრლი. ედილგერიევს ხანგოშვილთან ბევრი არაფერი აქვს საერთო თუ არ ჩავთვლით მის მონაწილეოას ჩეჩნეთის ომში. მათ ბიოგრაფიებში კიდევ ერთი საერთო დეტალია - ორივე უკრაინაში ცხოვრობდა - ედილგერიევი ომში უკრაინის მხარეზე იბრძოდა (ზოგიერთი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, იგივე ომში მონაწილეობდა ხანგოშვილიც). სხვა მხრივ მათი ბიოგრაფიები განსხვავდება: ედილგერიევი რადიკალი ისლამისტი იყო, ტერორისტული ორგანიზაცია „კავკასიური ემირატის“ მთავარი ფიგურა, ის სირიაშიც კი იბრძოდა ალ ქაიდას/ალ ნუსრას ტერორისტებთან ერთად. თურქეთის პოლიციამ მოგვიანებით გააცრცელა ინფორმაცია, რომ აბდულვახიდ ედილგერიევის მკვლელობაში სულ მცირე რუსეთის სამი მოქალაქე მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, თეთრი ავტომობილი იქირავა მამაკაცმა, რომელსაც პასპორტს მიხედვით „ალექსანდრ ნასიროვი“ ერქვა და სტამბოლში 11 სექტემბერს ჩავიდა. იმავე „ნასიროვმა“ დაიქირავა მეორე ავტომობილიც - ორივე მათგანი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ იალოვაში მიტოვებული იპოვეს. თავად „ნასიროვი“ უკან რუსეთში მკვლელობამდე, 16 სექტემბერს დაბრუნდა. მისი ორი თანამზრახველი - „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ თურქეთში იმავე პერიოდში ჩავიდნენ, რა პერიოდშიც „ნასიროვი“ (11-13 სექტემბერი). პოლიციას სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერები დარჩა, სადაც მათი სახეები ჩანს. კამერების წყალობით იმის დადგენაც მოხერხდა, რომ თანამზრახველები ერთმანეთს მათი სასტუმროებიდან არცთუ მოშორებით ხვდებოდნენ ხოლმე. ცხელ კვალზე მათი დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა „სმირნოვი“ და „ანისიმოვი“ დაახლოებით ნახევარ წელიწადში, 2016 წლის 6 აპრილს ისევ ჩავიდნენ თურქეთში და რა თქმა უნდა, მაშინვე დააკავეს. თურქეთის ციხეში დიდხანს არ გაჩერებულან - ერთ წელში ისინი ყირიმელი თათრების მეჯლისის ორ წევრზე გაცვალეს. რუსულ მედიაში გაცვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ყველაფერი ისე იქნა წარმოჩენილი, თითქოს ყირიმელი თათრების გათავისუფლება რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნება იყო. ფრენების მონაცემთა ბაზაში ჩანს, რომ სტამბოლში მომხდარი მკვლელობის სამივე მონაწილეს ერთამანეთის მსგავსი პასპორტის ნომრები ჰქონდათ. ამავე ბაზიდან ირკვევა, რომ ეს არ იყო მათი პირველი ერთობლივი მოგზაურობა სტამბოლში - ამ ქალაქში ისინი 2014 წლის 10 დეკემბრის დილით ჩაფრინდნენ. იმავე დღეს მოკელს ცნობილი უზბეკი იმამი მირზაგოლიბ ხამიდოვი (აბდულა ბუხარი), რომელიც უზბეკის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში იყო. მაშინ BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე, 2014 წელს, მათ რედაქციას მიმართა თურქული სპეცსამსახურების ვეტერანმა, რომლის თქმითაც, მას ესაუბრა ადამიანი, რომელმაც თავი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად წარუდგინა და უთხრა, რომ დაქირავებული მკვლელების დაჯგუფებას აკეთებდა, არსებობდა თურქეთში მცხოვრები პირების 15-კაციანი სია, რომელთა მოკვლას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აპირებდა. ვეტერანის თქმით, თითოეულის ლიკვიდაციის სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო იყო დაწესებლი. BBC-ის რესპონდენტის განცხადებით, იმ სიაში ხამიდოვიც იყო. გამომდინარე იქიდან, რომ კრემლისა და ხამიდოვის ინტერესები არანაირად არ იკვეთებოდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ მისი მკვლელობა უზბეკეთის ხელისუფლებასთან ერთგვარი ბარტერული გარიგების ნაწილი იყო. FSB–ს შესანიშნავი შვიდეული ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ „სმირნოვის“, „ანისმოვისა“ და „ნასიროვის“ გარდა, პასპორტის მსგავსი ნომერით (განსახვავდება მხოლოდ ბოლო ერთი ან ორი ციფრი) კიდევ ოთხი ადამიანი იპოვეს, თუმცა ისინი რუსეთის არცერთ ბაზაში არ იძებნებიან. შვიდიდან ექვსი 2015 წლის ივლისში ან აგვისტოში პრაღაში გაფრინდა. ექვსიდან ხუთის გზები 23 ივლისს გადაიკვეთა. გაურკვეველია, რა მოხდა პრაღაში, მაგრამ, როგორც ჩანს ვიღაცას „ძალიან გაუმართა“. „რომან ნიკოლაევს“, რომელმაც ასევე იმოგზაურა პრაღაში, პასპორტის ფაილში ის ფოტო აქვს, რომელიც „რომან დავიდოვმა“ სავიზო განცხადებას დაურთო. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამგვარად დგინდება ორი სახელი, რომლებსაც ვინაობის დასამალად იყენებდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვადიმ კრასიკოვის დამხმარე. უცნობია, ისიც მონაწილეობდა თუ არა, სტამბოლში მომხდარ მკვლელობებში. „რომან დავიდოვ-ნიკოლაევის“ გარდა „შესანიშნავი შვიდეულის“ სულ მცირე ერთ წევრს ჰქონდა შეხება ვადიმ კრასიკოვთან. სატელეფონო ზარების მიხედვით, კრასიკოვის ერთ-ერთი ძირითადი კონტაქტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე „ანდრეი მიტრაკოვი“ იყო. პასპორტის მიხედვით, ის 1970 წელს არის დაბადებული. ამ ჯგუფის შვიდი წევრიდან მინიმუმ ორი გაყალბებული იდენტობებით მოგზაურობდა რუსეთის შიგნითაც, 2014 და 2015 წლებში ისინი ყირიმში იმყოფებოდნენ. ამ ორი პირის პასპორტებიც სპეციალური სერიიდანაა. იმავე სპეციალური სერიის პასპორტი აქვს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო განყოფილება „ვიმპელის“ პოლკოვნიკს, იგორ ეგოროვს („იგორ სემნოვი“), რომელიც უკრაინაში ჩეჩენის მკვლელობაში ფიგურირებდა. ცნობილია, რომ ეგოროვი ხშირად მოგზაურობდა გერმანიაში, იქ იყო 2019 წლის ივლისში, თუმცა უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ზელიმხან ხანგოშვილს მკვლელობაში. საგამოძიებო მასალის ავტორების თქმით, გამოძიება მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტის გამო: პირველი – ის ადასტურებს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი არ მონაწილეობდა და შესაძლოა დანაშაულს სულ მცირე 5-კაციანი ჯგუფი გეგმავდა; მეორე – დასტურდება, რომ „მკვლელების ჯგუფს“ პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან. ყოველგვარ ეჭვს სპობს ის, რომ დაჯგუფების წევრებისა და FSB–ს ყოფილი მაღალჩინოსნების, მაგალითად პოლკოვნიკ იგორ ეგოროვის პასპორტების სერია ერთმანეთს ემთხვევა; მესამე – შესაძლოა საიდუმლო ოპერაციების მონაწილეების შესახებ ცრუ და შეცდომაში შემყვანი „მინიშნებები“ სპეციალურად ვრცელდება იმისთვის, რომ სპეცსამსახურებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. ინფორმაციის ვითომ გაჟონვის სამიზნე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და გამორიცხული არ არის, სამართალდამცავი ორგანოებიც არიან; მეოთხე – გამოძიება აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვიზის გაცემის სისტემა დაუცველია - ამ კვლევამ პირველად დაადასტურა ერთი ადამიანის მიერ ორი ყალბი იდენტობის – სხვადასხვა დროს დაბადებული „რომან დავიდოვი“ და „რომან ნიკოლაევი“ – გამოყენება. შენგენის ვიზა მისცეს ორივე პერსონას, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე თეორიულად, სავიზო განცხადებების დროს მოპოვებული ბიომეტრიული მონაცემების წყალობით, ასეთი რამ შეუძლებელი უნდა იყოს. წყარო: reginfo.ge ხანგოშვილი მკვლელობა რუსეთი TbilisiDaily
Nino Kakulia
Tbilisi · 4 days ago
რატომ არის მადარა უნიკალური ?!
• პირველი და ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი ის არის, რომ როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მადარა შინობთა მეოთხე მსოფლიო ომში მთავარი მოწინააღმდეგე იქნებოდა, ხუთმა ნაციამ - რომლებიც ერთმანეთს წლების განმავლობაში ებრძოდნენ და სამუდამო მშვიდობა ჩამოუყალიბებელი ჰქონდათ - გადაწყვიტეს რომ გაერთიანებულიყვნენ და ერთობლივი ძალით შეეჩერებინათ ის (LMFAO OK SHINOBI ALLIANCE OK). • 2️⃣ : ადრეულ ასაკში არ ყოფილა არც უნიკალური და არც დაუჯერებელი სკილებით გამორჩეული სხვა უჩიჰებისგან (+ სხვა გვარის მატარებელი ნინძებისგან). მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა კლანმა მას ზურგი აქცია (გარკვეული და ბევრისთბის მიუღებელი მიზეზების გამო) და გადაწყვიტა რომ გამოჰყოფოდა სოფელს საკუთარი ძალებისა და პოტენციალის განსავითარებლად რასაც შემდეგ დაემატა ჰაშირამასთან “სიკვდილი”, მან შეძლო და სერიალის სავარაუდო სცენარი, რომელიც მადარას გარეშე წარიმართებოდა, საბოლოოდ შეცვალა. რამაც აიკონურ ომამდე მიგვიყნანა. • 3️⃣ : და ზუსტად რას მივაწეროთ ზემოხსენებული ომი? მადარას თითქმის (fuck you, Zetsu.) უნაკლო გეგმას, სადაც მან: ( თუ გეზარებათ გეგმის მიმოხილვა, შეგიძლიათ გადაახტეთ. მაგრამ ვინც არ იცით შემოკლებულად მოგითხრობთ) ~ გაითამაშა სიკვდილი, რის შემდეგაც მოპოვებული სენჯუს ჩაკრა (ერთადერთი ადამიანის ჩაკრა, რომელსაც ის მისივე თქმით ყველაზე მეტად აღმერთებდა, და ყველაზე მეტად ცდილობდა დაემარცხებინა) გამოიყენა უკვე დაგეგმილი გეგმებისთვის. ~ ნამდვილ სიკვდილამდე ოდნავ ადრე გამოაღვიძა დიდებული დოჯუცუ რინეგანი. ~ გათვალა, რომ მალე მოკვდებოდა. ასე რომ სჭირდებოდა ვიღაც, ვინც რინეგანს “შეუნახავდა” გაცოცხლებამდე = იმპლანტაცია პატარა ნაგატოში. ~ სიკვდილამდე კი დაუნდობლად გამოიყენა მისივე გვარის წარმომადგენელი ობიტო უჩიჰა (დაუნდობლად-ს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ soft spot არ მიესადაგება ვილანს): მადარამ ზუსტად დაგეგმა და გათვალა რინის სიკვდილი, და პარალელურად ობიტოს ვარჯიშის პერიოდში მისი “გაპარვა”. (ისე რას გაეპარებოდა😂😂)ისე მოახერხა, რომ ობიტო საკუთარი თვალით შეესწრო სცენას, და შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით. ~ მადარამ ობიტოსგან მაქსიმუმი გამოწურა - იყო მისი სენპაი. თავისუფლად შეგვიძლია მადარას მივაწეროთ ობიტოს ძალების დემონსტრირება (თუმცა მინატოსთანაც ოქრო ბიჭი იქნებოდა fr😭❤️) მისი სახელით გაგზავნა ასეა თუ ისე ახალჩამოყალიბებულ აკაცუკისთან, (რომელსაც ჯერ კიდევ კარგი მოტივები ჰქონდა) როდესაც ჰანზოს კონანი მძევლად ჰყავდა და გააფრთხილებინა ნაგატო, თუ რა მოხდებოდა სინამდვილეში. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახდენი მოხდა, მადარას ნაჩუქარმა ნაგატოს რინეგანმაც იფეთქა და მალევე აკაცუკი გახდა ობიტოს მომავალი სამფლობელო. ~ გარკვეული დროის შემდეგ კი ხუთ კაგეს მადარას სახელით გამოუცხადა მსოფლიო ომი. ანუ, მთლად აიზენი ვერა გვყავს მაგრამ give him credits he’s a genius. • 4️⃣ : მისი გამოძახება გახლავთ ჩვენი საყვარელი კურამა, რომელიც მის სიცოცხლეში მხოლოდ ორ შინობს - მინატოსა და მადარას უფრთხოდა. თუმცა მადარას მიმართ შიში იყო უფრო დიდი, რადგან ის მას განა სიკვდილით ან reaper death seal-ით ემუქრებოდა; ან განა ვინმეს მის ჯინჩურიკობას აძალებდა; პირიქით, კურამას რეპუტაციისთვის უფრო სამარცხვინო რამ - შარინგანით მის გემოზე ათამაშებდა წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად. ასე რომ მას ის უფრო მეტადაც სძულდა ვიდრე მინატო. და ეს ფაქტი მას კიდევ უფრო ძლევამოსილს ჰქმნის, რაც უფრო მეტად მაყვარებს:> • 5️⃣ : ის არ ყოფილა სერიალის იმ 99% ვილანების მსგავსი, რომლებიც მთელი ცხოვრება თავიანთ იდეოლოგიას და აზრს ემხრობოდნენ და 3 წუთით ნარუტოსთან talk no jutsu-ს მერე ტიროდნენ და მთელ თავიანთ ნაშრომს წყალში ყრიდნენ. ის მხოლოდ საბოლოო ღ ა ლ ა ტ ი ს და დამარცხების შემდეგ შეეგუა თავის ბედისწერას, ვინ თუ არა ჰაშირამასთან საბოლოო სიტყვის გაცვლით (აქაც ნარუტო რომ ჩაეტენათ ცოტა ძალიან გავჭედავდი). • 6️⃣ : მანგის წაკითხვისას შოკი მივიღე, როდესაც გამოაშკარავდა რომ ნამდვილი მადარა უჩიჰა ტობი სულაც არ იყო. კიდევ უფრო დამაინტერესა ვინ JANDABA იყო მადარა რომ ასე ბოლომდე ფარდებს მიღმა რჩებოდა. და რა არის მანგა ანიმეს გარეშე: მისი გამოჩენის უნიკალური ანიმირება, სადაც დაგვანახა განსხვავება შინობსა და ღმერთს შორის. (is this the power of a god? - ამბობს გაარა ტენგაი შინსეის დანახვისას.) He even reversed the Edo Tensei i mean come on...... ვფიქრობ, ნაკლები პირველი გამოჩენა არც ერთ მაღალი დონის პერსონაჟს არ უნდა ჰქონდეს. ნუ, ხუთივე კაგე რომ მიჩინჩლა ეგ გავატაროთ..😃 • 7️⃣ : ბევრი მას უაზრო ვილანს ეძახის, რადგან თურმე “უაზროდ კლავდა ყველას” - ვილანი თავზე ხელს არ გადაგისვამს და ფეხებს არ ჩაგითბილავს; “გული არ აქვს, გოგოც კი არ ყვარებია და მხოლოდ თავის თავს თვლის საუკეთესოდ.” - 1) ბოდიშით, რომ მეორე ობიტო არ გაიჩითა და 2) განა არ იყო? შეიძლება მთელი სერიების განმავლობაში არა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჰაშირამა მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა ომის ველიდან, ჯუუდარა თავისი 6paths ძალით ვფიქრობ ჰაშირამას აღარ გაუადვილებდა ძველებურად საქმეს (Personal opinion). და ამ ყველაფრამდე, თავადაც აქვს ნათქვამი რომ ჰაშირამა მასზე ძლიერია. მართალია ბავშვობის წლებში, მაგრამ მასზე ძლიერის დანახვა არ უჭირდა და თვალს არ არიდებდა. პირიქით, სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში გამოიწვია შინობთა ღმერთი. და არა მარტო ერთხელ. “თუ უნდა რომ ყველამ მშვიდობიანად იცხოვროს რაღას იწყებს ამხელა ომს” - საბოლოო ჯამში მადარა რომ არა ნაციები დღეს მეზობლებივით არ იქნებოდნენ😂 პეინს სხვა იდეოლოგია არც ჰქონდა, war is important for peace მეტალიტეტი ჰქონდა ორივეს მაგრამ რაკი პეინი ეროსენინის მოსწავლე იყო მოდი ეს ავირჩიოთ:> მისი გზები თითქოს პეინისას ჰგავდა მაგრამ მეტად ფართო და მეტად დიდებული იყო. ანუ, მოვითხოვ საფუძვლიან მიზეზს, თუ რატომ არის მადარა უაზრო ვილანი. • 8️⃣ : მოდით ვაღიაროთ რომ ყველაზე ძერსკი და დივა ტიპია სერიალში ზედმეტი კომენტარი შკომენტარის გარეშე. მკლავიდან მტვერი ჩამოიფერთხა ტემარის მარაოს ღრიალის შემდეგ. Biggest flex in the series. რომ ყველაზე სიმპატიურია, და არა მარტო უჩიჰებს შორის, ეგეც ყველამ ვიცით😭 • 9️⃣ : ვიცით რომ კაგუია უფრო ძლიერია, მაგრამ მე თუ მკითხავთ (რომც არ მკითხოთ მაინც ვიტყვი. my post, my rules), მისი გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო. ანუ კაი გააცოცხლა ზეცუმ და ვა ოცუცუკი და ვა ჰაგოს დედა და ვა პირველი ჩაკრის მიმღები და ბლა ბლა და ბოლოს მაინც მოკლეს და ვერ ვხვდები რატომ გააფუჭეს მადარას პერსონაჟი მისი ასე ღალატით და მოკვლით. ანუ ტიპებმა მთელი იმიჯი რაც მადარას ჰქონდა წაართვეს და შეტენეს ZETSUS DA KAGUYAS WTF. დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა გზა იქნებოდა ჩაკრის პირველი მიმღების გამოსაჩენად მარა არა ვინ გაღირსებს აქ რამეს შენსგემოზე🤣 = მადარას მიერ დატოვებული შთაბეჭდილების შემდეგ კაგუიაც კი ვერ დავინახე წესიერ ვილანად ან დაჟე პერსონაჟადაც ძლივს აღვიქვი, ორ წუთიანი ბრძოლის მერე მაინც მიაძღინკა ახალდაბადებულმა თიმ7მა. ტიპი დაჟე ჰარემზე წამოეგო. Pathetic my lady, pathetic. 🔟 : მადარას მუგენ ცუკუიომი იყო პირველი იმ დონის ძიუცუ, რაც სერიალში ჯერ არ გვქონდა ნანახი. მან მოახერხა, და მთელი სამყარო ჩააგდო მის გენჯუცუში (ნუ, lucky for you, ყველა არა.) იტაჩის ცუკუიომზე ცოტა გაგვაცინა და მიაღწია მის პიკს. beautiful job my baby. 1️⃣1️⃣ : მისი გზა, თუ როგორ გახდა ვილანი იყო ფაქტობრივად ყველასგან განახვავებული: ეს არ მომხდარა ერთ დღეში, როდესაც ტობირამამ იზუნა მოკლა და ეს არ იყო იმიტომ, რომ მამამისმა მისი მოკვლა ექვსჯერ სცადა; ან იმიტომ, რომ სოფელი აბულინგებდა ბავშვობაში; არც სიყვარულის დაკარგვის შედეგად ჰქონია rage moment და თავი ჯოჯოხეთში არ უგრძვნია; არც მის მსგავსად დაობლებულ მეგობრებთან ერთად უპოვნია სენსეი რომ ჯგუფურად მიეღწიათ რაღაც მიზნისთვის და არც მისი ოჯახი შესწირვია რაიმე მისისას. ის უბრალოდ იყო მისივე დროის მებრძოლი, რომელმაც თვითგადარჩენა ომებში ისწავლა და მისი ოჯახიც ომს შეეწირა (ოდნავ ბასრი ფაქტია რომ იზუნას მკვლელი ტობირამა იყო. ვფიქრობ ვინც არ უნდა ყოფილიყო, მოსახდენი მოხდებოდა მაგრამ მაინც ტობირამას შეტენეს). იყო მისი კლანის მომავალი ლიდერი, რომელმაც სიმშვიდე ვერ ჰპოვა თავისი შეხედულებებით ამ სამყაროში, და ახლად “დამარხული” გეგმები სამყაროს შეცვლასთან დაკავშირებით (საუბარია დროზე, სადაც სენჯუებსა და უჩიჰებს შორის ჰაშირამას ინიციატივით სიმშვიდე დამყარდა) კვლავ ამოქექა და წ ლ ე ბ ის ფიქრები, მიზეზები, შედეგები (რა თქმა უნდა, ამ დროისთვის უკვე იმიზეზებდა ტობირამას საქციელსაც იზუნასადმი) ყველაფერი ნელ-ნელა შეაჯამა და დაისახა მისი და მხოლოდ მისი გეგმა : მოეტანა მშვიდობა მსოფლიოსთვის მისივე გზებით. ანუ, ის არ ყოფილა ერთ დღეში დაბადებული ვილანი. რაც უფრო თემატურს ჰქმნის მის პერსონაჟს, არის იმ ერთადერთი ადამიანის უარყოფა და მისთვის ზურგის შექცევა, რომელსაც მისი ყველაზე მეტად სჯეროდა - ჰაშირამასი. (სასკესგან განახვავებით, სანამ უკვე გარანტირებული არ იყო მისი სიკვდილი, ბოლო წამამდე უარყოფდა ჰაშირამას. სასკეს მხარი მოძვრა და მიბრუნდა კაი დაიკიდე მოდი ვიძმაკაცოთ ისევო. უბრალოდ გთხოვთ ჰაშირამას და მადარას ნუ შემიდარებთ ამ ღლაპებთან. სასკემ ვილანადაც ვერ ივარგა). აქ მუდამ ორად იყოფა აზრი, რომ მადარა ჰაშირამას უნდა “დამორჩილებოდა” და მასთან ერთად ემართა სოფელი ბოლომდე, მაგრამ სწორედ რომ ეგ არ ქნა, მაგიტომ ჰქვია მას ბოროტმოქმედი და არა ერთ-ერთი კონოჰას მედალოსანი გმირი🤣 1️⃣2️⃣ : და საბოლოო მიზეზად დავასახელებ ჩემს საყვარელ ფაქტს: Attitude in battle. შეუძლია საშვილიშვილოდ დაგადოს და პარალელურად სიცოცხლე მოგითავოს. ანუ, ყველა ვილანს აქვს თავისი ბრძოლის სტილი, მაგრამ ვფიქრობ არავის მსგავსი მადარასა. პირველი რამ, რასაც არა მარტო ვილანს არამედ ნებისმიერ პერსონაჟს ვამჩნევთ, არის ბრძოლის სტილი. და მადარას ის უმაღლეს დონეზე აქვს დახვეწილი. ©ANIME nation#მადარა #madara #naruto #anime #ახალიამბები