ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა
Batumi Daily
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლს მეხი დაეცა. როგორც ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თხილნარის ყოფილ მეურნეობაში მცხოვრებ ირაკლი კახიძის საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი, რომელმაც დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები. საბედნიეროდ, ოჯახის წევრები არ დაშავებულან“, - განაცხადეს უწყების პრესსამსახურში.
ასევე, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#წვიმა
#მეხი
#batumidaily
#ახალიამბები