გენდერნომიკა-2

0
პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ხელოვნური სელექცია სქესის მიხედვით: მხოლოდ მამაკცებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ განათლება და პროფესიული განვითარების გზას დადგომოდნენ. შესაბამისად „ბუნებრივია“ მეცნიერებასა თუ ხელოვნებაში ქალთა ფლანგი ისეთივე სიმძლავრით ვერ იქნებოდა წარმოდგენილი.თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ბევრია მაგალითი გენიოსი ქალებისა. დღესდღეისობით ეს აქცენტები დაბალანსებას იწყებს. აღარაა გამიჯნული „კაცის საქმე“, „ქალის საქმე“, „კაცის პროფესია“ და ა.შ. ადრე ცხოვრების პირობები განსაზღვრავდა ქალის როლს. ქალებს უმეტესწილად საშუალო განათლებაზე მეტი არ ჰქონდათ მიღებული რადგან ოჯახი მათ განათლებაზე ფულს არ ხარჯავდა - ქალი უნდა გათხოვდეს და უნდა ზარდოს შვილები. ერთი შეხედვით ძალიან დაბალი ეკონომიკური ღირებულება ჰქონდა ქალს. სამაგიეროდ მამაკაცებს აძლევდნენ განათლებას, რადგან მას უნდა ერჩინა შემდგომში ოჯახი. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ქალები მთელი ცხოვრება ატარებდნენ ოჯახის მოვლა პატრონობაში, ხოლო მამაკაცები ვითარდებოდნენ. დღეს ქალის ეკონომიკური ღირებულება ბევრად მეტია ვიდრე ოდესმე. მეტსაც ვიტყვი ქალის მიერ შესრულებული საქმიანობა, რომელსაც ის სახლში ოჯახის მოვლა-პატრონობისას ასრულებს ფემინისტურ ეკონომიკაში განიხილება როგორ „unpaid work” აუნაზღაურებელი შრომა. მართლაც ასე არ არის? რომელი ქალი იყტვის რომ სახლის საქმიანობა შრომა არაა? და თან ძალიან დამღლელი? სამსახურის შემდეგ დაღლილი ქალები მოდიან სახლში, თუმცა პრაქტიკულად მეორე სამსახურში. სახლში მოსული მამაკაცი, იმ დროისთვის როცა ქალი ოჯახს უვლის - სავარაუდოდ უკვე ნავახშმევი - ან ტელევიზორს უყურებს ან მეგობრებთან მიდის ან თავისი ჰობით არის გართული. ბევრ ოჯახს ყავს დამხმარე ქალი/დამლაგებელი რაშიც ის იღებს ფულს როგოც მისი შრომის ანაზღაურებას. ეს ის შრომაა ყველა ქალი, რომ ასრულებს სახლში უპირობოდ და აუნაზღაურებლად... ფემინისტი ეკონომისტები აკრიტიკებენ ზოგად ეკონომიკას როგორც ასეთს - რადგან მათი მეთოდოლოგია და ფოკუსი მძაფრად „კაცის სამყაროზეა“ ორიენტირებული. ეკონომიკურ მეცინერებაში მხოლოდ ერთი ქალია ნობელის პრემიის მფლობელი. ეს იმიტომ რომ ეკონომიკურმა დინამიკამ უფრო განამტკიცა გენდრეული უთანასწორობა, ვიდრე აღმოფხვრა იგი. თვით ეკონომიკის ფუძემდებლებიდან მომდინარეობს ქალების იგნორირება, მათი ხედვით ეკონომიკა არის ფულის, ტექნიკის და მამაკაცების სამყარო.
0