1924 წ. 28 აგვისტოს აჯანყება

0
96 წლის წინ, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. აჯანყების მასობრივობა აჩვენებს, რომ საბჭოთა რეჟიმი საქართველოში თავიდანვე არაპოპულარული იყო. მასში მონაწილეობა მიიღო ყველა ფენის წარმომადგენელმა ქართველობამ მთელი ქვეყნიდან. აჯანყება დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი. უცნობია ზუსტი რიცხვი, თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს
#პოლიტიკა
0