ტერორიზმი და ჩემი მეგობარი

0
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედია სადაც ერთი სამართალდამცავი გარდაიცვალა და რამდენიმე ტერორისტი სწორედ ამ ამბავს შეესწრო "ჩემი მეგობარი" რომლის სადარბაზოშიც დაბინავდა ახმედ ჩატაევი ის ყვება: "მანამ სანამ სპეცრაზმი მოვიდოდა სახლში მათთან მსგავსი გარეგნობის ხალხი შედიოდნენ.(წვერს და დაბალ თმას გულისხმობს) პერანგზე ეტყობოდათ საბრძოლო იარაღი ქართულად არ საუბრობდნენ მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ტერორისტებთან მქონდა საქმე. ეზოში ჩასვლისას ერთ-ერთს სადარბაზოში შევეჩეხე ჩემი ყურადღება ზურგჩანთამ მიიქცია რომელიც სადაც იყო გაწყდებოდა ისეთი მძიმე რაღაც იდო შიგნით რამდენიმე საათის შემდეგ კი გამოჩნდა სპეც რაზმიც შენობიდან ყველა გამოგვიყვანეს და პანიკაც ზუსტად ამან წარმოშვა. ტერორისტებმა სპეც რაზმის გამოჩენისთანავე დაიწყეს რეაგირება, საერთოდ არ დაბნეულან, ფანჯრებზე ფარდები კიდე ისედაც სულ ჩამოფარებული ჰქონდათ მარტივად შეატყობდი რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უნდოდათ. პირველმა აფეთქების ხმამ დედაჩემი საშინელ პანიკაში ჩააგდო და გონება დაკარგა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა." პირველ რიგში ყველამ გავიაზროთ ერთად რა არის ტერორიზმი და რა შეუძლიამას. ტერორიზმის საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ელემენტები, რომლებიც საერთოა ყველა განმარტებისთვის. ტერორიზმი იყენებს ძალადობას, რათა შექმნას შიში არა მხოლოდ მსხვერპლ ჯგუფში, არამედ უფრო ფართო აუდიტორიაში. შიშს დანერგვის ხარისხით ტერორიზმი განსხვავდება ტრადიციული ომისაგან, ისევე როგორც პარტიზანული ომისგან. ტრადიციულ ომში გამარჯვება დაკავშირებულია ძლიერ არმიასთან. პარტიზანულ ომშიც მთავარი საბრძოლო გამარჯვებაა, თუმცა გამოიყენება ტერორისა და პროპაგანდის ელემენტები. ტერორიზმი კი იყენებს ტერორს შიშის გენერირებისთვის, რათა მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, რომლის განხორციელებაც პირდაპირ, საბრძოლო მეთოდით შეუძლებელია. ზოგიერთი სოციალური ფსიქოლოგი პარტიზანულ ომს „ სუსტის იარაღს“ უწოდებს, ხოლო ტერორიზმს „ ყველაზე სუსტის იარაღს“. იმისათვის, რომ შიშის გავრცელება მოხდეს ფართო აუდიტორიაზე, მთელს მსოფლიოში, ტერორისტები იყენებენ ძალიან დრამატულ, ძალადობრივ მეთოდებს, მაგალითად, მოტაცებები, მძევლად აყვანა, აფეთქებები, რომლებიც ხშირად თვითმკვლელობითი ხასიათისაა. სპეციალურადაა შერჩეული ტერორისტული აქტის ადგილი და მსხვერპლი, მაგალითად, სკოლები, სავაჭრო ცენტრები, ავტობუსის სადგურები, რესტორანები და ღამის კლუბები. ასეთი ადგილების შერჩევა ხდება, რადგან ამ ადგილებში ჩვეულებრიბ ბევრი ხალხია და ხალხი იქ თავს მოსვენებულად და დაცულად გრძნობს. ტერორისტების მიზანია დაამსხვრიოს საზოგადოებაში არსებული უსაფრთხოების განცდა. ხშირად მათი თავდასხმის ობიექტია პოლიტიკური ან ეკონომიკური სიმბოლოები, მაგალითად საელჩოები. ამით ისინი ცდილობენ პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ პროპაგანდის აგორებას. ზოგიერთი დეფინიციის მიხედვით, ნებისმიერი ტერორისტული აქტი, მიუხედავად პოლიტიკური მოტივაციისა, არის კრიმინალური აქტი. ასეა განმარტებული ტერორიზმი აშშ-ში. თუმცა კრიმინალის განსაზღვრება პრობლემატურია, რადგან იგი არ ასხვავებს პოლიტიკურ მოტივებს და ვერ მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა ძალადობრივი თავდასხმა მთავრობის წინააღმდეგ ლეგიტიმურია. მაგალითად, აფრიკის ნაციონალური კონგრესი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელიც დაუპირისპირდა აპართეიდის მომხრე მთავრობას, თუმცა მათ მსოფლიო მხარდაჭერა დაიმსახურეს. კიდევ ერთი მაგალითია საფრანგეთში ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ამას გარდა, რთული გასარჩევი გახდა ტერორიზმი პარტიზანული ომისაგან, რადან პარტიზანებმაც დაიწყეს ტერორიზმის ელემენტების გამოყენება. ტერორიზმის მრავალი სახეობა და მოძრაობა არსებობს, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიზნებით, წევრებით, რელიგიური რწმენებით და სხვა ასპექტებით, მათი ტიპოლოგიზაცია მარტივი არ არის. ერთ-ერთი გავრცელებული ტიპოლოგიზაციის მიხედვით გამოიყოფა სამი კლასი ტერორიზმისა: რევოლუციური, სუბრევოლუციური და დაფუძნებული (ესტაბილიშმენთ) ტერორიზმი. ეს ტიპოლოგიზაცია გააკრიტიკეს ზედმეტად ზოგადი ხასიათის გამო, თუმცა ეს ტიპოლოგია საშუალებას გვაძლევს ზოგადი წარმოდეგენა შევიქმნათ ტერორიზმზე და გარკვეულ ჩარჩოებში მოვათავსოთ იგი. უფრო ზუსტად გამოიყოფა ტერორიზმის რემოდენიმე ტიპი- პოლიტიკური ტერორიზმი, ნაციონალური ტერორიზმი, სოციალური ტერორიზმი, რელიგიური ტერორიზმი. პოლიტიკური ტერორიზმის დამახასიათებელი თვისებაა პოლიტიკური იდეოლოოგიის ან წყობის არსებობა, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია კონკრეტული თავდასხმა თუ ძალადობა. ასეთი ტიპის ტეროზმი ძირითადად სახელმწიფოში ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხდება ხელისუფლების წინააღმდეგ. ნაციონალური ტერორიზმისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ეთნიკური ხალხის ძალადრობრივი ქმედებები, რომლები მიმართულია საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად. სოციალური ტერორიზმისთვის დამახასიათებელია ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საფუძვლები და ხორციელდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მიერ, ძირითადად დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლების მხრიდან. რელიგიური ტერორიზმისთვის კი დამახასიათებელია კონკრეტული რელიგიის წამორმადგენლების მხრიდან ძალადობა სხვა რელიგიის ჯგუფის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს იმ რელიგიის მიღებას, რომლის წამორმადგენლებიც ტერორისტები არიან. შესაძლოა, მიზნად ისახავდეს რომელიმე რელიგიური ჯგუფის დაშინების, მთლიანად განადგურებას და ა.შ როგორც წესი ასეთი ძალადობა გამოწვეულია რელიგიური წიგნების არასწორი ინტერპრეტაციით ან დამახნიჯებულად მიწოდებით. არსებობს, ასევე რევოლუციური ტერორიზმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. ამ ფორმის წარმომადგენლები მიისწრაფვიან სრულიად დაანგრიონ არსებული პოლიტიკური სისტემა და ჩაანაცვლონ იგი ახლით. სუბრევოლუციური ტერორიზმის შედარებით იშვიათია, მათი მიზანია არსებული რეჟიმის არა სრუალიად შეცვლა, არამედ მისი მოდიფიცირება. რეჟიმის მოდიფიცირებას ისინი არსებული რეჟიმის დამხობის მუქარით ცდილობენ , რის გამოც სუბრევოლუციური ჯგუფების იდენტიფიცირება უფრო რთულია. ტერორიზმის წარმოშობის საფრთხე არის ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაა, სადაც ირღვევა ადამიანთა უფლებები. შეიძლება გამოვყოთ 3 ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან: 1. მტრული დამოკიდებულებ სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური ჯგუფების მიმართ. 2. მთავრობის მიერ სპონსორირებული მკვლელობების სიხშირე, ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევები 3. ძალადობისა და კრიმინლის მაღალი მაჩვენებელი. ასეთ ქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს: ანგოლა, ბანგლადეში, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ეთიოპია, ირანი, ისრაელი, მალი, მექსიკა, მიანმარი, შრი ლანკა და უგანდა XX-ე საუკუნეში ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაციებია: OAS ■"საიდუმლო არმიის ორგანიზაცია"■
ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა საფრანგეთში ალჟირის ომის დროს. იგი იყენებდა პარტიზანულ მეთოდებს, საბოტაჟსა და მკვლელობებს, რათა ხელი შეეშალა ალჟირისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. მათი სამიზნე თვით შარლ დე გოლი გახდა. ■"ალ კაიდა"■
მის დამაარსებლად ოსამა ბინ-ლადენი ითვლება.
ალ-კაიდა არის არა ერთიანი სტრუქტურის მქონე ორგანიზაცია, არამედ საერთო მიზნების მქონე, საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფების ნაკრები. მას არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან. მათი ყველაზე ცნობილი ოპერაზია 2001 წლის 11სექტემბერს აშშ-ში ტყუპების აფეთქება ითვლება. ■"ბოკო ჰარამი"■
იგი 2002 წელს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მუჰამედ იუსუფის მიერ ნიგერიაში და დღემდე აფრიკულ ნიგერიაში, ნიგერში, კამერუნსა და ჩადში ფლობს თავის მომხრეთა ძლიერ დაჯგუფებებს. “ბოკო ჰარამის” მებრძოლები გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით მოწინააღმდეგებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ. ისინი ხშირად ქმნიან თვით მკვლელ ბავშვებს ჯიჰადის ქამრებით ■"რევოლუციური შეიარაღებული ძალა კოლუმბიაში - სახალხო არმია"■
დანაშაულის უმრავლესობა მათ საკუთარ ქვეყანაში აქვთ ჩადენილი, სადაც ისინი კაპიტალისტებსა და იმპერიალისტებზე ნადირობენ. მემარცხენე რადიკალური დაჯგუფება, რომელიც 1964 წლილდან მოქმედებს, ხოლო 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. მათი დაფინანსების წყარო ნარკოტიკებით ვაჭრობბაა ■"ისლამური სახელმწიფო"■
ISIS-მა შეტევაზე გადასვლის დღიდან, ინტერნეტის საშუალებით უამრავი ვიდეო-მასალა გაავრცელა, რომლებზეც სასტიკი მკვლელობებია ასახული. სუნიტი ჯიჰადისტები დაუნდობლად ექცევიან ყველა განსხვავებული რელიგიის ადამიანებს - ქრისტიანებს, იეზიდებს, შიიტებს. მათთვის, ვინც სუნიტი არაა ყველა დამნაშავეა. მათი სისასტიკე იქამდე მივიდა, რომ ალ-ქაიდამაც კი უარი განაცხადა ამ ორგანიზაციასთან კავშირზე და გაავრცელა განცხადება, რომ მათ ქმედებებზე ისინი პასუხს არ აგებენ.
Feedc
#გააჟღერე
#siykura
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#ბიზნესი
#მოგზაურობა
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0