6 წლის გოგო, რომელსაც დედა ავტომობილით დაეჯახა - გარდაიცვალა

0
გუშინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში , 6 წლის გოგოს დედა საკუთარ სახლთან მსუბუქი ავტომობილით დაეჯახა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვი დღეს გარდაიცვალა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.
#ახალიამბები
______________________________________________ სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com ______________________________________________
0