რამდენ პაციენტს აკვირდებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში- ლევან გოფოძე პაციენტების შესახებ

0
https://primetime.ge/ramden-patsients-akvirdebian-respublikur-saavadmkofoshi-levan-gofodze-patsientebis-shesakheb/ ამ წუთისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 35 პაციენტია დაკვირვების ქვეშ, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე აცხადებს. „ჩვენთან მყოფი ინფიცირებული პაციენტი გადაყვანილია გორის ბოქსირებულ პალატაში. გუშინ გაკეთდა 15 ანალიზი და ყველა უარყოფითია. ამ წუთას, ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში არ გვყავს. მიმდინარეობს იმ პაციენტის მკურნალობა, რომელიც გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა სტაბილურად მძიმე რჩება, ორმხრივი პნევმონია ადგილზეა. მასთან მიმართებით, საგანგაშო არაფერი ხდება. ლევან გოფოძე სამხედრო მოსამსახურეების შესახებაც საუბრობს. „დაახლოებით, 7 სამხედრო მოსამსახურე გვყავს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია . ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, თუმცა ცხელება ამჟამად არც ერთს არ აღენიშნება. ტესტის ჩატარების შემდეგ გადაწყდება, სად წავლენ – კარანტინის რეჯიმში თუ თვითიზოლაციაში. მარნეულიდან და დმანისიდანაც გვყავს ჯარისკაცები, თუმცა უშუალოდ ყველა იმ ზონიდან არ არის“, – განმარტავს გოფოძე.
0