ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაული.
დღესასწაული აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს/ახ. სტ. 28 აგვისტოს. იერუსალიმის, საქართველოს, რუსეთის, სერბეთის ავტოკეფალური და ათონის მთის ავტონომიური ეკლესიები, ასევე უკრაინის ბერძნულ–კათოლიკური (უნიატური) ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინებას დღესასწაულობენ იულიანური კალენდრით (ძვ. სტილით), ანუ ახალი სტილით 28 აგვისტოს. მართლმადიდებელი ეკლესიები ამავე დღეს თაყვანს სცემენ აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის და სხვა, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატებს. რომის კათოლიკური ეკლესია, ელადის (საბერძნეთის) და მასთან ერთად რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესია მიძინების დღესასწაულს ახალი სტილით 15 აგვისტოს ზეიმობენ.
გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ ყველანი. ყველას ულევ სიხარულს, მშვიდობას, სიყვარულს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ. წმინდა მარიამ ღვთის მშობელი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი. მისი მადლი და ძალა გარდმოსულიყოს თითოეული თქვენს ოჯახზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ მრავალჟამიერ!!!
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები