დეფიციტის გამო, წითელსოფლელები მოსახლეობისთვის პირბადეებს კერავენ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139947 წითელსოფლის ახალგაზრდული ცენტრის ბენეფიციარებმა მოსახლეობისათვის პირბადეები შეკერეს. ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელმა არამ აკოფიანმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ პირბადეების შეკერვა მუნიციპალიტეტში შექმნილი დეფიციტის გამო გადაწყვიტეს. „აფთიაქებში როდესაც ვიკითხე მითხრეს, რომ პირბადეები არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ცენტრის წევრებთან ერთად რამდენიმე პირბადე შეგვეკერა და მოსახლეობისათვის დაგვერიგებინა. ამ ეტაპზე 10 პირბადის შეკერვა შევძელით“ - აღნიშნა არამ აკოფიანმა.
0