რატომ გვიკვირს ახალგაზრდების სიკვდილი? ეს ხომ ჩვენი ბრალია!

0
ყოველი დილა სიკვდილით იწყება და ყოველი საღამო, ასევე სიკვდილით მთავრდება..! და კიდევ უარესია, როცა კვდებიან ახალგაზრდები..! ნათქვამია, "ახალგაზრდის სიკვდილი ისეთია, წელიწადის დროებიდან გაზაფხული რომ ამოიღოო"... სამწუხარო რეალობა, რაც ჩვენ თავს ხდება, ჩვენივე ბრალია. უყურადღებობა, გულგრილობა, ლანძღვა, სტრესი, მტრობა, ჭორიკნობა - ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა გახდა. სოციალური ქსელები აჭრელებულია ზიზღით, რომელიც ყველაზე მძიმედ ჩვენზე, ბავშვებზე მოქმედებს. არავინ არ ფიქრობს პოზიტივზე, არავინ არ ფიქრობს მომავალ თაობაზე, არავინ არ ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე.. ყველას საკუთარი ზიზღის გამოხატვის წადილი აქვს. სასაცილოა, როცა ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთ შვილებს ზიზღი შთააგონეს, სხვისი შვილის სიკვდილს განიცდიან და უკვირთ... საკუთარ შვილებს ასწავლიან, რომ პოლიციაში არ დარეკონ, მაგრამ სხვისი შვილებისკენ თითს იშვერენ, ერთი ზარიც საკმარისი იყოო... საკუთარ შვილებს ასწავლიან, რომ სიკეთეს ბოროტებით უპასუხეო, მაგრამ სხვისი შვილისკენ ხელს იშვერენ, უფალი სხვა რამეს ამბობსო... საკუთარ შვილებს ეუბნებიან, რომ ეკლესია უფლის სახლია და მის მსახურებს პატივისცემით უნდა მოეპყრონ, მაგრამ ამავე დროს პრადოებზე და მილიონებზე საუბრებენ, რომელსაც მღვდლები "იპარავენ" საკუთარ შვილებს ეუბნებიან, რომ ჩაგვრა ცუდია, მაგრამ თვითონ მშობლები ყოველდღიურად ჩაგრავენ სხვებს.. საკუთარ შვილევს ეუბნებიან, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის უნდა იბრძოლონ, მაგრამ თვითონ ჩვენს მტრებს მეგობრებად მოიხსენიებენ, რუსეთს არ უწოდებენ ოკუპანტს და ისევ ის ძველებური, მოსკოვში ნაყიდი ვაფლები ენატრებათ... რა თქმა უნდა, ნაშებიც... და ეს არ არის სრული ჩანონათვალი, როცა მშობლები სიტყვით გვასწავლიან და საქმით სხვას გვანახებენ... ეს კი, პირდაპირ ჩვენზე აისახება, ჩვენს ხასიათზე, ჩვევებზე, ქცევებზე.. ასე რომ დაფიქრდით მშობლებო, სანამ რამეს იტყვით და ნურასდროს გაიშვერთ თითს სხვისი შვილისკენ, რადგან თქვენი შვილიც იგივეს ჩაიდენდა. გაეცი სიყვარული💖 პატივისცემით, შოთა✌
#გააჟღერე
Feedc
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0