ვემზადებით რთული სცენარებისთვის – ირაკლი სესიაშვილი

0
https://primetime.ge/vemzadebit-rtuli-stsenarebistvis-irakli-sesiashvili/ ვემზადებით რთული სცენარებისთვის – ირაკლი სესიაშვილი ვემზადებით რთული სცენარებისთვის, მაგრამ ვართ მოტივირებული და იმედიანი, რომ ამ ვირუსს დავამარცხებთ – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა მარნეულის შესასვლელთან. სესიაშვილმა ხუთი სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ. „უნდა დაველდოოთ თავდაცვის სმაინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული. ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურად იქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდდო მათ არ დაუდასტურდებათ“ – განაცხადა სესიაშვილმა. ვაზიანის სამხედრო განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს. რა ხდება ქვეყანაში – ძალიან მოკლედ 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა. შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება. ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა. წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კარგია, მაგრამ … – პაატა იმნაძის რეკომენდაცია სუფთა ჰაერზე სეირნობასთან დაკავშირებით მრავალჯერადი პირბადე არ არსებობს! – ექიმის გაფრთხილება პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს როგორ დავიცვათ ჰიგიენის ნორმები ნაღდი ფულის გამოყენებისას – ეროვნული ბანკის რეკომენდაცია თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ილია მეორე გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს რა (არ) შეიზღუდა საქართველოში სპეცრეისების ფრენების განრიგი
0