ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია

0
ბოლო მონცემებით, საქართველოში კორონავირუსი 5 ბავშვს დაუდასტურდა. საერთო მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხუთი ბევრია - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. მისივე თქმით, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთ მათგანში ფილტვების ანთება დაფიქსირებული არ არის. როგორც ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინელი, იტალიელი და ამერიკელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების თანახმად, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსით ინფიცირება ბავშვებში იშვიათია. „პირველი მონაცემები ძირითადად ეყრდნობოდა ჩინურ კვლევებს და ჩვენი ჩინელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს. აღნიშნული იყო ძალიან მცირე გავრცელება პედიატრიულ პაციენტებში. ამის შემდეგ მეორე პარტია პუბლიკაციების იყო იტალიელი ავტორების მიერ წარმოდგენილი და დაემატა ამერიკელი კოლეგების სტატიებიც, არსად ფიქსირდება პირველი ინფორმაციის საწინააღმდეგო აზრი, ანუ, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსი ისევე როგორც იყო პირველი კვლევების მიხედით, ძალიან იშვიათია პედიატრიულ ასაკში. სამი განსახვავებული წყაროა. ბავშვების ინფიცირების კუთხით, ჩინური წყარო ასახელებს 2%-ს, იტალიური კოლეგების მიერ არის 1.2 % დაფიქსირებული, ამერკელების მიერ - 5%, თუმცა ამას აჩვენებენ საერთო რაოდენობაში და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არის 1%-ს პედიატრიულ პაციენტებში“, - განაცხადა ჩხაიძემ.
#კორონავირუსი
#ინფიცირება
#ბავშვები
#პედიატრი
#ივანეჩხაიძე
#tbilisidaily
0