ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ლიტურგიას დაესწრებიან - მეუფე ნიკოლოზი
Tbilisi Daily
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებითა, აღდგომის ლიტურგიის ჩატარების თაობაზე ეკლესიის გადაწყვეტილება დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი.
მისივე შეფასებით, არასწორია თქმა იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აღდგომის ლიტურგიას ტელევიზორის მეშვეობით ადევნებენ თვალს, რადგან ხელისუფლებაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მისვლას გადაწყვეტენ.
„აქ სალაპარაკო და სამსჯელო არაფერია, ეს სწრაფად მისაღები გადაწყვეტილებაა, რომელიც სავარაუდოდ, მიღებული იქნება დიდი ხუთშაბათის შემდეგ.
ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ტელევიზორის მეშვეობით ადევნებენ თვალს, არასწორი განცხადებაა, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც მოვლენ და დაესწრებიან, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არასდროს მოსულან აღდგომის მსახურებაზე და არც აინტერესებთ.
რაც შეეხება რას ვურჩევთ, ჩვენი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
#მთავრობა
#აღდგომა
#ლიტურგია
#წირვა
#დიდიხუთშაბათი
#tbilisidaily
y