ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარმა ელექტროსადგური ფსოუ 220 დაწვა - მოსახლეობის ერთ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაცხოვრებლეთა თქმით, ოკუპირებული რეჟიმის მთავრობას სტიქიურ მოვლენასთან გამკლავება დახმარების გარეშე არ შეუძლია.
"ცეცხლი ძალიან ფართომასშტაბიანია... მოსახლეობამდე ცეცხლი მიდისო... ჩემი აზრით იმხელა ცეცხლს ვერ გაუმკლავდებიან" - ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, გაგრაში ხანძარი უკვე დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა. ახალი კერები გაჩნდა ბზიფისა და ახალი ათონის მიდამოებშიც.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილმაც გამოუცხადა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა