15 მავნე ჩვევა, რითაც თქვენს კანს ანადგურებთ!

Byლუკა ჭაფოძეGeorgia1 Jan, 1
1
ყოველდღიური, თითქოს უწყინარი ჩვეულებები, რითაც კანი ნადგურდება... ⤵️🔥 1) 🔴 გამონაყარის მექანიკურად ამოღება - გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არც კოსმეტოლოგი ხართ, არც დერმატოლოგი, ვერც კანის შრეებში ერკვევით და არც სათანადოდ სტერილურ გარემოში არ ახორციელებთ ამ პროცედურას! პირველ რიგში, ამით კანს აზიანებთ და მეორე, იმ გამონაყარს, რომელსაც ხელი ახლეთ, კიდევ უფრო ხანგრძლივი დროით აძლევთ თქვენს კანზე დარჩენის უფლებას! 👆🏻 2) 🔴 საკვებზე უარის თქმა - რასაც ვჭამთ, ის ვართ, ხომ ასეა? თუმცა, იცით, რომ ზოგი ადამიანი დღეს მხოლოდ ფხვნილებს ხსნის წყალში და იმას სვამს? ეს არის დამანგრეველი ჩვენი კანისთვის! მაგალითად, ფორთოხალი შეიცავს ვიტამინ C - ს, მიწისთხილი ვიტამინ B3, ავოკადო A ვიტამინის ბომბაა, ისევე, როგორც, მაგალითად, ტკბილი კარტოფილი, და როდესაც არ იკვებებით, დაიმახსოვრეთ, რომ კანი ნაადრევად ბერდება! 3) 🔴 ხანგრძლივი და ცხელი შხაპი - ცხელი წყალი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა იცით, კანს რას უშვება? - აშრობს, ქერცლავს, ცხიმიანს კიდევ უფრო ცხიმიანს ხდის, აკნეს აუარესებს, ალერგიულ რეაქციებს გაწყებინებთ და ქავილითაც გტანჯავთ. ღირს კი ხანგრძლივი შხაპი ამად?! 🚿 4) 🔴 ბევრი ახალი პროდუქტის ერთდროულად დატესტვა - იმისთვის, რომ კანი კოშმარს აარიდოთ, ნებისმიერი ახალი პროდუქტი დატესტეთ ხელზე (წაისვით და 2-3 საათი გაიჩერეთ) და ნუ გაინადგურებთ სახის კანს. 5) 🔴 არასაკმარისი წყლის მიღება - ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით მოდაშია ჰიალურონის შემცველობით კანის მოვლის საშუალებები. ჰიალურონს კი წყალი ააქტიურებს. ანუ, რაც მეტ წყალს დალევთ, მით მეტხანს შეინარჩუნებთ ამ მჟავის ეფექტს. რაც ცოტას - მით უარესი თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ, წყალი საღამოს 7 საათის შემდეგ ორგანიზმში აღარ შეიწოვება და იწვევს შეშუპებას. დალიეთ წყალი სწორად! 🧊🕒 6) 🔴 სახის კანზე თმის მოვლის საშუალებების მოხვედრა - როდესაც თმას იყენებთ, ბოლოს ისხამთ ფიქსატორ სპრეის, ან ისვამთ რაიმე მსგავსს. ეს საშუალებები ფორებს სასტიკად აცობს, შედეგად კი ჩნდება საშინელი აკნე. რაც შეიძლება შორიდან შეისხით სპრეი და მოარიდეთ სახეს! 7) 🔴 ხშირ-ხშირი დიეტები - რაც უფრო ხშირად იკლებთ და იმატებთ წონაში, მით უფრო მოშვებული და ნაოჭიანი ხდება თქვენი კანიც. 8) 🔴 არასაკმარისი ძილი - დღე-ღამეში თუ კი 8 საათის მანძილზე არ გძინავთ, საჩუქრად მიიღებთ ფერმკრთალ კანს, ჩაშავებულ უპეებს, გამომშრალ და გაუწყლოვებულ კანს და კიდევ უამრავ არასასიამოვნო რამეს. 🌜 9) 🔴 მიმიკური სიცილი - თუ კი ძალიან მიმიკურად და ძლიერად იცინით, ძაბავთ კუნთებს, მით უფრო აზიანებთ კოლაგენს და წარმოქმნით ნაოჭებს. ეცადეთ, რომ ისეთი სიცილის მანერა შეარჩიოთ, რითაც თვალის გარშემო ნაოჭები ნაკლებად გაჩნდება. მაგალითად, სიცილის დროს პირის დიდზე გაღებით, თვალის გარშემო კანი ნაკლებად იძაბება. 10) 🔴 სკრაბების ხშირი და უკონტროლო გამოყენება - თუ სკრაბებს, განსაკუთრებით კი მსხვილი აბრაზიული ნაწილაკების მქონეს, ზედმეტად ხშირად იყენებთ, ამით კანს იმდენად ბევრ მიკროდაზიანებას აყენებთ, აცლით ტენს და ფხაჭნით, რომ მისი აღდგენა მომავალში ძალიან გაგიჭირდებათ! 11) 🔴 ხშირი ოფლიანობა - ოფლიანობის დროს კანი ბინძურდება, მრავლდება ტკიპები, ბაქტერიები და მწვავდება აკნე. ეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა ზაფხულში და თან, ტენიან გარემოში მცხოვრები ადამიანებისთვის. როგორც კი კანი გაგიოფლიანდებათ, მაშინვე დაიბანეთ! 12) 🔴 მჟავების გამოყენება სპეციალისტის რჩევის გარეშე - როდესაც საქმე ეხება მჟავებს, მათი პროცენტული მაჩვენებლებით განსაზღვრას და შემდგომ, ჩვენი კანის ტიპისთვის მორგებას, თუ კი ეს არასწორად გააკეთეთ, შეიძლება კანს შეუქცევადი ზიანიც კი მიაყენოთ. მაგალითად, უწყინარი აკნეს დროს, ეს შეიძლება ნოდულოზურ და კელოიდურ აკნეშიც კი გადაიზარდოს! აუცილებლად სპეციალისტს დაანიშნინეთ მჟავები თქვენი კანის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. ცხადია, აქ საუბარია ისეთ მაღალპროცენტულ მჟავაზე, როგორიცაა, მაგალითად, 24%, 35% და 70% - იც კი!
#გააჟღერე
Feedc
#ახალიამბები
#სპორტი
#ჯანსაღიცხოვრება
#მოდა
#მეცნიერება
#გააჟღერე
#კანისმოვლა
#აკნე
Byლუკა ჭაფოძეGeorgia1 Jan, 1
1