დისტანციური დასაქმების შესაძლებლობა!შემოთავაზება მოქალაქეებს!

0
სტუდენტური დასაქმების პირველი დისტანციური ფორუმი SmartStudent, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს 12 აპრილს 12 საათზე გაიმართება. ფორუმს უკვე შემოუერთდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, 50ზე მეტი დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციით და სტუდენტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო დისტანციური კურსებით. ინიციატივას მაღალი გამოხმაურება აქვს ბიზნესის სექტორიდან, ვაკანსიების პროგნოზირებული რაოდენობა 100-ზე მეტია. ფორუმის მსვლელობისას, ონლაინ სივრცეში შეკრებილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, შექმნან ვირტუალური გასაუბრების სივრცეები, გაუზიარონ რეზიუმეები და დასაქმდნენ დისტანციურად შესასრულებელ პოზიციებზე. BTU-ს კარიერული ცენტრის მიერ, აგრეთვე შეიქმნა ფრილანსინგის ვიდეობლოგი - უფასო ტრენინგი მათთვის, ვისაც აქვს სურვილი შეასრულოს სხვადასხვა დისტანციური სამუშაოები, მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება მაგრამ არ იცის სად და რა ფორმით მიიღოს წვდომა აღნიშნულ საკითხზე. ბლოგი უკვე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის facebook და youtube გვერდებზე.
#politics
#news
#opinion
#onlineservice
0