თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
Kutaisi Daily
კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ქონდა. კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, ორი დღის წინ მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი ქუთაისიდან იყო.
ცნობისთვის, დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #თერჯოლა #კორონავირუსი #გარდაცვალება #kutaisidaily
pia.ge