თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139956 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 5 სამხედრო პირის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის განმავლობაში მიიღებენ. კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ოთხი ჯარისკაცის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთ-ერთ მათგანს პნევმონია აქვს. "მოყვანილია ხუთი ჯარისკაცი. 4 ჯარისკაცი კარგადაა და ტემპერატურაც აღარ აქვთ, რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს, მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია გადაყვანილი, " - განაცხადა ლალი ტურელიძემ. შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.
0