ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის” გალის რაიონის სოფელ საბერიოს სავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139957 ფონდმა "მოძრაობა მომავლისთვის (მომო)" ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოსთვის სამედიცინო ინვენტარი ჩაიტანა და კლინიკის მედპერსონალს გადასცა - ამის შესახებ "პირველ რადიოს" პოლიტიკური გაერთიანებიდან “ლელო საქართველოსთვის” აცნობეს. გალის საავადმყოფოსთვის შეძენილი იქნა: პილსოქსიმეტრები, 50 ყუთი ნიტრილის ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები საავადმყოფოსთვის, 400 ცალი სამედიცინო ხალათი, 28 ყუთი ლატექსის ხელთათმანი. "მოძრაობა მომავლისთვის" განხორციელებული სამედიცინო ინვენტარის გადაგზავნა, პირველი სოციალური კამპანია იყო, რომელიც განხორციელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ტვირთი, რომელიც გაიგზავნა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საჭიროებისამებრ მოხმარდება. სამედიცინო ინვენტარის გადანაწილების პროცესს ადგილობრივი ექიმები გააკონტროლებენ. საჭირო ინვენტარის შესაძენად ფონდში მნიშვნელოვანი შემოწირულობა შეიტანა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ოჯახმა. , , ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გალის კლინიკაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება ამ რთულ ვითარებაში. იქ არის უმძიმესი მდგომარეობა და ძალიან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები. მადლობა ყველა ბიზნესს და ადამიანს ვინც ამ საქმეში თავის წვლილს შეიტანს. განსაკუთრებული მადლობა მამუკა ხაზარაძეს და მის ოჯახს ვინც პირველი მნიშვნელოვანი შემოწირულობა გააკეთა მოძრაობის ფონდში და დაეხმარა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირთ" - განაცხადა "მომოს" დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა. , , გალში ცხოვრობს, 40 000-დან 55 000-მდე საქართველოს მოქალაქე. ეს ხალხი ორჯერაა სახლიდან გამოყრილი და დღემდე მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან... ჩვენამდე მუდმივად მოდიოდა ინფორმაცია, რომ გალის საავადმყოფოები კორონავირუსთან საბრძოლველად არ არიან მზად. ადგილზე არ აქვთ - პირბადეები, ხელთათმანები, სადიზენფექციო საშუალებები და ა.შ. მამუკა ხაზარაძის შემოწირულობით და კიდევ რამოდენიმე ადამიანის დახმარებით, ჩვენ, დღეს ერთი მიკროავტობუსი, შესაბამისი ტვირთით, შევაგზავნეთ გალში. მადლობა მამუკას მხარდაჭერისთვის! ამასთანავე - აფხაზეთი სრულიად მოუმზადებელი ხვდება მოახლოებულ გასაჭირს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და იმედი მაქვს მალე, ამგვარ ტვირთს ისევ გავაგზავნით გალშიც და ამჯერად სოხუმშიც!"- განაცხადა კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.
0