ბულინგი

0
ბულინგი დღესდღეობით ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ბულინგი ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხშირად გვხვდება ოჯახში, სამუშაო ადგილებში, ქუჩაში, განსაკუთრებით კი სასწავლო დაწესებულებებში. ბულინგის მოტივაცია სხვადასხვაგვარია მაგალითად: შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა და ა.შ. ადამიანი, რომელიც ბულინგის მსხვერპლია, სხვებთანნ შედარებით სუსტია და რაღაცით გამოირჩევა სხვებისგან, ხოლო მჩაგვრელი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოუყურებოდეს. მე პირადად ბულინგის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მინახავს, როგორ ჩაგრავდნენ სხვებს ხშირად ჩავრეულვარ კიდეც, მაგრამ ჩარევას დიდი ხნით არ გამოუღია შედეგი. მშობლებმა ბავშვებში ბულინგის აღმოფხვრა პატარა ასაკიდან უნდა დაიწყონ და არ გამოიყენონ შემდეჰი ფრაზები: " ბავშვია და ეპატიება" " ჯერ იმ ასაკში არ არის, რომ, ავუხსნა და გაიგოს" ამ ფრაზებმა შეიძლება ხელი შუწყოს ბულინგის გამწვავებას. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოვიდეს ფსიქოლოგიური ტრავმისგან ან უარესი ძალადობამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს მაგალოთად: ჩვენ დღეს 11 წლის ბავშვს ვგლოვობთ, რომელმაც თავი იმის გამო მოიკლა, რომ მასზე მამა ძალადობდა წარმოიდგინეთ როგორი ძლიერი იყო შიში რომელმაც დამარცხა, როგორი რთული და აუტანელი იყო ცხოვრება, რომ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება ამჯობინა. ჩემი აზრით სკოლებში გარკვეული რეფორმების გატარება საჭირო, ასევე საჭიროა ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი. ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველაზე მეტ დროს ატარებენ, ამიტომ პედაგოგების მოვალეობაა ბავშვები პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანებად ჩამოაყალიბონ და შეაჩვიონ არაძალადობრივ ცხოვრებას. რაც შეეხება მშობლებს ბავშვებს ასწავლონ უნდა , რომ ძალადობას ძალადობით არ უპასუხინ და რაც მთავარია მოუსმინონ და გაიგონ მათი პრობლემების შესახებ.
#არაძალადობას
Feedc
#გააჟღერე
#ახალიამბები
0