სიღნაღის მერს დაბადების დღეზე თანამშრომლებმა პირბადით გაფორმებული ტორტი მიართვეს

0
https://primetime.ge/sighnaghis-mers-dabadebis-dgheze-tanamshromlebma-pirbadit-gaformebuli-torti-miartves/ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, დაბადების დღეზე, თანამშრომლებმა, covid-19- თან დაკავშირებული სიმბოლური ტორტი აჩუქეს. ტორტს, წარწერა – „დარჩით სახლში“ და სამედიცინო ნიღაბი, სიღნაღელმა კონდიტერმა, მერიის თანამშრომლების ინიციატივით გაუკეთა. მერის პირველი მოადგილის, მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებს დაბადების დღეზე ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობის ტრადიცია აქვთ. „თანამშრომლებს გვაქვს ტრადიცია დაბადების დღეზე, ერთმანეთს სიურპრიზი მოვუწყოთ. ახლა ეს, ვირუსით გამოწვეულ სრულიად ახალ რეალობაში მოხდა. საჩუქარი დილითვე გავაკეთეთ, რადგან იუბილარი ინფრასტრუქტურული პროექტების დასათვალიერებლად აპირებდა წასვლას. ტორტიც ამიტომ გავაფორმეთ სიმბოლურად, რომ ყველა ვითარებაში, გვახსოვდეს რა გამოწვევის წინაშე ვართ“, – განაცხადა ბატიაშვილმა. საჩუქარზე გაკეთებული წარწერისა და სამედიცინო ნიღბის იდეით, კმაყოფილი დარჩა, თავად იუბილარიც. გოგი გიგოლაშვილის განმარტებით, სოციალური დისტანცია და ექიმების რჩევები, დღევანდელ მდგომარეობაში, თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. „ძალიან გამახარეს, თან დღევანდელი ვითარება შემახსენეს. სწორედ ეს გვჭირდება, დისტანცია და სწორი ქცევა, იმისათვის, რომ თავიც და გარშემომყოფებიც, ვირუსისგან დავიცვათ. მე ვმუშაობ, იმისათვის, რომ სხვა დარჩეს სახლში და სამედიცინო ნიღაბსაც ვატარებ, საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა გიგოლაშვილმა. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.
0