ჩუმი გაზაფხული

0
ჩუმი გაზაფხული (ჩემი მხრიდან, შფოთვითი შეტევების მქონდე ადამიანის თვალით დანახული ჩუმი გაზაფხული.) მოგონებები უკვე გამიფერმკრთალდა, ბევრი რამ დამავიწყდა. ზოგჯერ მეზიზღება ღამე. სწორედ ღამე იყო ჩემი ინციდენტების მესაიდუმლე. მსგავსი მოგონენების გახსენების დროს შიში ამიტანს ხოლმე. ცალკე სინდისი მქენჯნის. ( წაკითხვის დროს მიხვდებით სინდისი რატომ მქენჯნის.) თუმცა შიში მაინც დომინირებს. მთელი ძალებით ვეწინააღმდეგები ჩემს თავსა და ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს არ ვივიწყებ. მაინც რომ დამავიწყდეს? უცებ რომ გამიქრეს ყველაფერი მეხსიერებიდან? ვებღაუჭები ამ არასრუყოფილ მოგონებებს. რადგან ირგვლივ ყველა ცდილობს ეს თემა დამავიწყოს, დროის ჩათვლით. ვწერ რომ არაფერი გამომრჩეს. არ მინდა დიდხანს გავიხსენო ის, რამაც ამხელა ზიანი მომაყენა, მაგრამ ამის დავიწყება არ მინდა, რადგან ახლა მე ვმართავ. როგორც კი , დამავიყწდება და ჩემს წარსულს ახლანდელ დროში გადავაქცევ, კვლავ ის დაიწყებს ჩემს მართვას. ვეღარ ავიტან რომ მმართონ! ამიტომ ვზივარ და ვწერ. ვწერ მშიერიც, დაღლილიც, დასვენებულიც .. ვწერ ყოველთვის, როცა ამის საშუალება მაქვს, რადგან ძალიან მინდა რომ ეს ინფორმაცია თქვენამდე მოვიდეს და მინდა თითოეულმა ადამიანმა ეს ყველაფერი გაიაზროს და გასაღები იპოვოს. როგორც კი, შეტევის საშიშროება მოვა, შენ გექნება გასაღები, რომლითაც ამ ყველაფერს ჩაკეტავს. ვიცი, რომ თუ პირველ ხაზს ბოლომდე შევავსებ ჩემი მეხსიერებიდან თავისით გადმოიღვრება ემოციები, მოგონებებიი, თუმცა შევცდი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამ ისტორიის გადახსენებლად. პანიკა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი ვეღარ ხვდება, რას უნდა ელოდოს. კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია იწვევს შფოთვასა და შიშს. მღელვარებასა და ნერვიულობას. ნერვიულობ ყველაფერზე. უკვე ნერვულობ, იმაზეც, შენთვითონაც რომ ვერ ხდვები. ეს კონკრეტული მღელვარება როდია, იმას რომ აკრკვევ, რა პრობლემის წინაშეც დადგები მომავალში. ახლა ხარ ქაოსში და ფიქრობ, რომ წუთი-წუთზე, რაღაც ძალიან ცუდი აუცილებლად მოხდება. პანდემიის პერიოდი იყო, აპრილის მეორე კვირა. გაზაფხულის წყნარი ღამე, როცა მორიგი შეტევა დამეწყო. როდესაც შფოთვა მიპყრობს ხოლმე, აზრები კონტროლს აღარ ექვამდებარება, საშინლად ვნერვიულობ. ამ დროს კატასტროფების გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. სხვა სიტუაციაში, ვცდილობ, განვერიდო შფოთვის გამომწვევ მიზეზებს, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვაკონტროლებ.პულსაციას საჩვენებელ თითში ვგრძნობ, თოთქოს ჩემი გული ამ თითში ჩაცურდა. 1...2...3... როგორ მითხრეს დაითვალეო? 6...7……...10 ღმერთო დამეხმარე! მამაო ჩვენოო, რომელი ხარ ცათა შინა!... აიი დაიწყო გაბუჟების შეგრძნება. სწორედ იმ თითიდან წეღან რომ მიფეთქავდა. 13...14...15... კვლავ განვაგრძნობ სუნთქვას... თანმიმდევრობით ვერაფერს ვასრულებ, ტვინში ქაოსი მაქვს. ჩუმად ვარ, არმინდა ვინმემ გაიგოს. მობილური მოვიმარჯვე და აქტიურად ვსქროლავ. ელენე თორნიკესთან ერთად არის თვითიზოლაციაში... კიდევ ახალი 30 შემთხვევა... სახლში მომზადებული საჭმელების გაუთავებელი ფოტოები. უფრო გავღიზიანდი. თან დავდივარ. სქროლვის დროს დაბუჟებული ხელი უფრო დამეჭიმა.. თავს ვიწყნარებ, ყველაფერი კარგად იქნება !... უნდა მოვდუნდე. დავწექი! სხეულმა განგაშის ზარი შემოჰკრა , ჩართო თავდაცვის ღილაკი და ჯერ სხეული სულ მთლინად დამიჭიმა, შემდეგ ისე მომწყვიტა, გეგონება ბუმბული ვიყო. თავიდან თითქოს მესიამოვნა, მაგრამ მეორე წამს უფრო გამაღიზიანა შემსუბუქებამ.ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვის სხეულში ვარ და გარედან ვუყურებ ჩემს თავს, როგორ ვწევარ. ლოგინმა მშთანთქა. ისეთი შეგრძნება მაქვს , თითქოს სხეული მეთიშება. არაა! უნდა ავდგე! ჩემმა ტვინმა ავტომატურად ჩართო მოგონებების გახსენება. მაღაზიის რიგში მდგომი "ქრაში".რა საყვარელი იყო. წამიერად ფიქრებმა წამიღო, მაგრამ რადგან თანმიმდევრობით არ მივყვებოდი ეტაპებს, მივხვდი, რომ ამ მოგონებებმა უფრო გამიძლიერა პანიკა. სასიამოვნო აკორდზე გადასვლის ნაცვლად, გამიღრმავა სუნთქვა. ბოლთას ვცემდი ერთსა და იმავე ადგილას. რა დროს ქრაშია, მგონი ვგიჟდები.! ხელები კვლავ დაბუჟებული მაქვს, ეხლა ვგრძნობ რომ ფეხებიც მივუჟდება. ცივმა ოფლმა დამასხა. -რა მემართება?.. ბოლოს სიჩუმეც მაგიჟებდა. ხმა ამოვიღე და ხმამაღლა დავიწყე თვლა. -ელთი, ოლი... ღმერთო ჩემო! ენაც დამიბუჟდა. -მორჩა სასწრაფოში ვრეკავ! - როგორ გავაგებინო რა მინდა ? არა, თანმიმდევრობით უნდა მივყვე!ამაზე უარესი, მაინც არაფერი მოხდება! ვიწყებ თავიდან. --შემოტევის მიზეზი რა არის?-- ინფორმაცია! მსოფლიოში რიცხვი იმატებს, გაუთავებელი ნეგატიური კომენტარები და ხალხის პანიკა. არ ვეწინააღმდეგები! ვგრძნობ თავბრუსხვევას და ისტერიკაში ჩავარდნამდე წამები მაკლია. არ ვეწინააღმდეგები! შემდეგი ეტაპი ერთ ტემპში სუნთქვა და დათვლა. შენ შეძლებ! ისევ თავიდან ვცდი!... მესამეჯერაც ვცდი. ეს-ესაა 17-მდე ავედი და ამ დროს შემოდის ჩემი პატარა და, ავტომატურად გავშეშდი. --ნახე ზედა კბილი მომძვრა, შენი ფანჯრიდან გადავუგდებ რა თაგვს, უფრო ახლოს გაქვს მეზობლის სახლის სახურავი. ღამე უნდა გადაუგდო , ასე უფრო მალე წაიღებს კბილს და ახალს მომიტანს. დგას ფანჯარასთან და მელოდება როდის ავწებ. თვალზე ცრემლი მომადგა, რაღაცნაირად მივლუღლუღდი. ავწიე და დავაგდეთ კბილი სახურავზე. თვალები ცრემლებით ამევსო. რა მატირებდა მეთვითონაც არ ვიცოდი. -ნუ ტირი, ნუ ... უფრო კარგ კბილს მომიტანს თაგვი. დედამ ასე მითხრა! ჩამეხუტა და საყვარლად გაფართხუნდა. კარის გამოკეტვა და ჩემი ცრემლების ჩამოვარდნა ერთი იყო. ესეც ემოციურ ფონზე დარტყმა, ამ მომენტში გავიაზრე, რომ ვიღაცას ვჭირდებოდი. მოთქმით ვტიროდი.. მერე გამახსენდა ჩემი შეტევა, მალევე მოვრჩი ტირილს. არ გამიმეორდესთქო. დავაკვირდი ჩემს სხეულს, ბრძოლიდან დაბრუნებულს ჰგავდა, თანაც გამარჯვებულს. თითქოს შუაზე გამხლიჩეს და კვლავ მიმაწებეს. მორიგი დღე ! გადავრჩი! რისგან გადავრჩი ?, თვითონაც არ ვიცი. სულ რამდენიმე თვე გავიდა და იმის შემდეგ შეტევა არ მქონია. ვფიქრობ, ჩემმა შინაგანმა ბავშვმა იმპულსები გადასცა ჩემს დას. სწორ დროსა და ადგილას რომ გამოჩნდა. მომზადებულ ნიადაგზე, ემოციაზე დამარტყა და მთელი ეს ჯოჯოხეთი ჩამომარეცხინა. ეხლა სინდისი რატომ მქენჯნიდა? ჩემი შეტევების დროს, აგრესიას ვიჩენდი ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. ეხლა, როცა ამ სიტუაციიდან თავი დავაღწიე, დავიწყე მათთან ურთოერთობა. არც თუ ისე ცუდები აღმოჩნდნენ. დედაჩემი მეუბნება რომ ძალიან შეცვლილი და გაზრდილი ვარ. ქცევებით მიხვდა. ეხლა მეც ვფიქრობ სხვებზე. ამიტომაც არ მინდა ამის დავიწყება, უფრო პროდუქტიული გამხადა. მიხარია, რომ დისკომფორტს აღარ განვიცდი იმ ადგილას, რასაც სახლი ჰქვია. გთავაზობთ 5 სტადიას ფორმულის სახით, რამაც მდგომარეობიდან გამომიყვანა და ჩემს სახელმძღვანელოდ იქცა. 1. პანიკური შეტევების დროს დავიწყე გამოცნობა ჩემში წარმოქმნლი განგაშის მიზეზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ვატყობდი რომ ჩემი აზრები მთლიანად მის დაქვემებარებაში იყო. 2.ნელი ტემპით დავიწყე ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. მოქმედებაზე არ გადავდიოდი. მოვუხმე ჩემს თავს. ეს აზრები, რომელიც ახლა თავში მიტრიალებს- დროებითია. მოვიკრიბე ძალა და ჩავრთე ლოგიკა. 3. არ შევეწინააღმდე, უბრალოდ მსჯელობა დავიწყე. მივხვდი რომ რეალობა სხვა იყო და ეს სიტუაცია, სადაც მე ვიმყოფებოდი ცალსახად სუბიექტური იყო. 4. ანუ პანიკური შეტევა მალე გაივლიდა, უბრალოდ არ უნდა გამემწვავებინა უფრო. ყურადღების გადატანა დავიწყე სხვა რამეზე. მაგ: რისი სუნი მცემდა ან დავიწყე რაიმე კარგი მოგონებების გახსენება.(თანმიმდევრობით როცა აკეთებ ჭრის.) 5. ამ ყველაფრის მერე დავითვალე 10 მდე და მართლაც ასე მოხდა. ზუსტად მაშინ შემოვიდა ჩემი დაც, როცა მეხუთე სტადიაზე ვიყავი მისული. იმის გათვალისწინებით, რომ თვითოზოლაცია შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებისთვის კიდევ ერთი სერიოზული გამოცდაა და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გადაადგილების თავისუფლება, აუცილებელია ამოცანის პრაგმატულად გადაჭრა. შეეცადეთ ყველაფერი დაგეგმოთ ისე, რომ ყოველი დღე განხვავდებოდეს ერთმანეთისგან. გააკეთეთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ, წაიკითხეთ ის, რისი წაკითხვაც ამ დრომდე ვერ მოგიხერხდათ და მიიღებ რაც შეიძლება მეტი დადებითი ინფორმაცია. შედეგად, თვითიზოლაცია, ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდება და ეს თქვენი შფოთვითი აშლილობისგან თავის დაღწევის მიზეზი გახდება. გისურვებთ წარმატებებს!
#გააჟღერე
#feedc
#feedcgrantproject
Feedc
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
0