როგორია 7 სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

0
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 7 სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, შვიდივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ამ ეტაპზე ცხელებაც აღარ აღენიშნებათ. , , სამხედრო ნაწილიდან გვყავს რამდენიმე ადამიანი, 7 სამხედრო მოსამსახურეა, ძირითადად ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ახლა ცხელება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება და შესაძლებელია მათი გატესტვაც მოხდეს სათანადო რეჟიმში. პასუხების შემდეგ გადაწყდება სად წავიდნენ, კარანტინის ზონაში გადავლენ თუ თვითიზოლაციაში, ” - განაცხადა გოფოძემ.
#სამხედრო
#თავდაცვა
#ჯანდაცვა
#რესპუბლიკური
#tbilisidaily
0