რეალობაზე დაფუძნებული ფილმი.

0
ალბათ, ყველას გვინახავს მხატვრული ფილმი ტყის ძმებზე - გიორგი შენგელაიას "ხარება და გოგია". მთავარ როლებს სახელოვანი სპორტსმენები ასრულებენ: გოგია კენკიშვილს - ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი, ხარება ჯიბუტს - ველოსპორტში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონატების სამივე სინჯის მედლის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი ომარ ფხაკაძე. 1965 წელს ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში ველომრბოლთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ომარმა საფრანგეთის სიამაყე, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი დანიელ მორელონი (ამ ლეგენდარულმა სპორტსმენმა კარიერაში ოლიმპიური თამაშების ხუთი (სამი ოქროსი) და მსოფლიოს ჩემპიონატების 16 (რვა ოქროსი) მედალი მოიპოვა) დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ ჯოვანი ტურინის სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მხატვრული ფილმი მოგვითხრობს "ტყის საძმო" - ს შესახებ, რომლებიც ებრძოდნენ თავადებს. სამწუხააროდ ყველა ტყის საძმოს წევრი შეთქმულებით სასმელით დაათვრეს და დახოცეს.
0