აჭარის რამდენიმე კლინიკაში ადგილები შეივსო

Batumi Daily

აჭარის რამდენიმე კოვიდმიმღებ კლინიკაში ადგილები შეივსო. როგორც გიორგი კიკაბიძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აჭარის ტელევიზიას უცხადებს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 143 ადამიანი მკურნალობს. აქედან 9 რეანიმაციაშია, მათგან 4 - ს მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, აქ ჯამში 38 კოვიდინფიცირებული იმყოფება, მათ შორის არის 9 არასრულწლოვანი, რომლებიც პალატაში მშობლებთან ერთად არიან. კლინიკა მედალფა, სადაც 55 საწოლია განკუთვნილი კოვიდ დადებითი პაციენტების სამკურნალოდ, თითქმის შევსებულია. თუმცა, იგეგმება 5 ადგილის დამატება. ბათუმში ორით გაიზარდა ორსულ ინფიცირებულთა რაოდენობაც. მათგან ერთი ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გადაიყვანეს, სადაც სულ 9 ორსული გადის მკურნალობის კურსს. კლინიკის ადმინისტრაციის თქმით, მათ კიდევ 21 ორსული პაციენტის მიღება შეუძლიათ. კოვიდ ინფიცირებულების მიღება დროებით შეწყდა ქობულეთის კოვიდმიმღებ კლინიკაშიც, სადაც როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლიდან იღებდნენ ინფიცირებულებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ქობულეთის სოფელ ალამბარში, ერთ-ერთ ოჯახში დაფიქსირდა კორონა ვირუსი. უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას საკარანტინო სივრცეებში, სპეციალურ დამკვირვებელ პირებთან ერთად აგრძელებენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდ19