მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 58 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 58 082 876 შემთხვევა გამოვლინდა, 1 379 839 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 37 170 883 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 12 088 409 შემთხვევაა გამოვლენილი და 255 830 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.