დედაქაალქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანიები აქტიურად არიან ჩართულნი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ნობათის გადაცემის პროცესში და ამ მიმართულებით მათ არაერთი ინიციატივა აქვთ.
კალაძის განმარტებით, თბილისის მერია უზრუნველყოფს, რომ პროდუქტების გადაცემისას ყველა მოხალისე იყოს სათანადოდ დაცული და გადამზადებული.
„ძალიან დიდია ინიციატივები კომპანიების მხრიდან. დიდია სურვილი ჩართულობის და ჩვენ ამას ვუკეთებთ სწორ ორგანიზებას, ვაკეთებთ იმას, რომ ადამიანები, ვინც ჩართული არიან ამ პროცესში და ვისაც აქვთ ეს პროდუქტები ოჯახებში, დაცულები იყნენ და ყველას გავლილი აქვს მომზადება „წითელ ჯვართან“ ერთად. რომ არ დაზიანდნენ თვითონ და არ დააზიანონ სხვაც, ამის ორგანიზებაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.
#კახაკალაძე
#თბილისისმერია
#ნობათი
#კომპანიები
#tbilisidaily